1geo

fb you od

ჰრანტ დინქის ხსოვნის უკვდავყოფა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Hrant Dink 

2007 წლის 19 იანვარს, სტამბულში  ვერაგულად მოკლეს "აკოს" ორენოვანი ყოველკვირეული გაზეთის მთავარი რედაქტორი ჰრანტ დინქი. დიდი პატრიოტის ტრაგიკული დაღუპვის მე -10 წლისთავთან დაკავშირებით,   თურქეთში, სომხეთსა და  სომხურ  დიასპორაში  მოეწყო სხვადასხვა ღონისძიება. აქციას  შეუერთდა თბილისის სომხური სათვისტომო,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის თაოსნობით.

2017 წლის 21 იანვარს,   თბილისის „სურბ ეჯმიაწინ” ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით     შესრულდა ჰრანტ დინქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის წესი, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მორწმუნეები.

ჰრანტ დინქის ხსოვნის უკვდავყოფას მიეძღვნა თურქი ფოტოგრაფის, უმუტ ვედატის, ფოტოგამოფენა,   სახელწოდებით “ვინ ვარ მე“, რომელიც გაიხსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში.   

მიტოვებული შენობების, დაცარიელებული სოფლებისა და ქალაქების, ნანგრევებად ქცეული მონასტრებისა და ტაძრების ამსახველი    ფოტოსურათები  მოწმობენ  ჭეშმარიტებას, აჩვენებენ სომეხთა გენოციდის კვალს, რის   გულმოდგინედ დავიწყებასა და წაშლას ცდილობს თურქული სახელმწიფო. გამოფენილი ყოველი ფოტოსურათი სომხეთის ისტორიული სამშობლოს სხვადასხვა რაიონის ტრაგიკული ისტორიის ერთი ეპიზოდია.   

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ:  ავტორი,   თურქი ფოტოგრაფი უმუტ ვედატი, თურქეთში მცხოვრები სომეხი მურად ალუჩლუ,   მწერალი  ირაკლი კაკაბაძე, რეჟისორი მალხაზ კუხიანიძე,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, საქართველოში სომხეთის  საელჩოს   დიპლომატები, ინტელიგენციის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები,  უცხოელი სტუმრები.

გამოფენა გახსნა "ჰაიარტუნ" ცენტრის " ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც  მადლობა გადაუხადა უმუტ ვედატს, თურქეთის ხელისუფლების განწყობის უგულებელყოფის,  გენოციდის თემის წამოწევის, ასევე ამ გამოფენით ჰრანტ დინქის ხსოვნის უკვდავყოფისათვის.

უმუტ ვედატი შეეხო რა ჰრანტ დინქის ხსოვნას,    ისაუბრა  სიტყვის თავისუფლების, სომეხთა გენოციდის თემების  და ფოტოსურათების მეშვეობით  თურქეთში სამართლიანობის საკითხის წამოწევის, სომეხთა წინააღმდეგ თურქი ნაციონალისტების ჩადენილი დანაშაულის მომავალი თაობებისათვის ხელმისაწვდომად გახდომის თავის მიზანზე.    

ვერაგულად მოკლულ  თურქეთის მოქალაქეს,  ჰრანტ დინქს, აწუხებდა  თურქებსა და სომხებს  შორის    მშვიდობის დამყარების საკითხი, თურქეთის დემოკრატიზაცია,  სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და, განსაკუთრებით, თურქეთში მცხოვრები     სომხური სათვისტომოს უფლებები, - აი ესაა დიდი კაცთმოყვარის, სამართლიანობის  სიტყვის დიდი მქადაგებლის რწმენის სიმბოლო. აი ამას გაუსვეს ხაზი თავიანთ გამოსვლებში     მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ, გაზეთ  „ვრასტანის“ რედაქტორმა, ვან ბაიბურთიანმა,   "მშვიდობის ფონდის" თავმჯდომარემ, გიორგი თუმასიანმა, სომხეთის  საელჩოს მრჩეველმა, კარენ მელიქიანმა, ალიქ-მედია სომხური  ონლაინ მედიასაშუალების  მთავარმა რედაქტორმა,   არსენ ხარატიანმა.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის კურთხევისა და დაფასების სიტყვაში ისაუბრა ჰრანტ დინქის განვლილ ცხოვრების გზაზე, გაიზიარა ღირსეული სომეხი ადამიანის  ლიბერალურობა, დემოკრატიული იდეები, ბრძოლა   რასიზმისა და სიმართლიანობის დამახინჯების წინააღმდეგ.

ჰრანტ დინქის ხსოვნის უკვდავსაყოფად ორგანიზებული გამოფენა ასევე პროტესტია სომეხთა გენოციდის ორგანიზატორების წინააღმდეგ და სომხური  სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მოთხოვნა.   გამოფენა გაგრძელდება ორი კვირის განმავლობაში.

1 2 1 1 1 3 1 4 

1 5 1 6 1 7 1 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)