1geo

fb you od

თბილისის სომხურ სათვისტომოში აღინიშნა სომხური არმიის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Banaki ton Tbilisium 

სომხური არმიის დღე თავისებურ    ზეიმად იქცა თბილისის სომხური სათვისტომოსთვის.   2017 წლის 28 იანვარს,  სომეხმა ინტელიგენციამ, სათვისტომოს მოღვაწეებმა და თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატების და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, და სამღვდელოების მონაწილეობით, ყვავილებით შეამკეს  თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში დაკრძალული სომეხი მხედართმთავრების - მიხეილ ლორის-მელიქოვის, ივანე ლაზარევის, ბორის შელკოვნიკოვის, არზას ტერ-ღუკასოვის საფლავები.   სომხური სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში თბილისის სომეხი სამხედრო მოსამსახურეების  ვარსკვლავედის წარმომადგენლები არა მხოლოდ ემსახურებოდნენ რუსეთის იმპერიას, არამედ რუსეთ-თურქეთის ომის დროს მონაწილეობდნენ უძველესი სომხური დასახლებების   განთავისუფლებაში და მხარს უჭერდნენ სომხობას.  ამ  სამხედროების  წარმომადგენლები საჭირო  მომენტში გაწევრიანდნენ პირველი სომხური სახელმწიფოს  შეიარაღებული ძალების საოფიცრო შემადგენლობაში და   ისტორიული გამარჯვებები უბოძეს  სამშობლოს.

„სურბ გევორგ“ ეკლესიაში გაგრძელდა მათი უკვდავყოფის ცერემონია.   დამსწრეებმა   სანთლები დაანთეს   და ლოცვა აღავლინეს  ყველა დროის და სხვადასხვა ქვეყნებში დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ხსოვნისათვის. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო  თავმჯდომარეობით შესრულდა პანაშვიდი და გავრცელდა საკმევლის სურნელი.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა     ისაუბრა დღის საიდუმლოზე, გაიხსენა, რომ, როდესაც ვაზგენ კათოლიკოსის კვერთხის მტარებელი იყო,   სომხეთა კათოლიკოსთან ერთად, ერევანში,   რესპუბლიკის მოედანზე მონაწილეობა მიიღო  ხელახლა ფორმირებული სომხური არმიის პირველ აღლუმში. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ასევე ხაზი გაუსვა ცხონებული კათოლიკოსების - ვაზგენ პირველისა და გარეგინ პირველის წვლილს სომხური არმიის    ფორმირების საქმეში. ასევე აღნიშნა,  რომ სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არმიაში  სამღვდელოების   როლს და გრძელდება წინა კათოლიკოსთა   ტრადიციას ჯარის აღმშენებლობის საქმეში წვლილის შეტანით.

სომხური არმიის  დიდებული დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. ზეიმს ესწრებოდნენ   საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, არცახის   ომის მონაწილეები, ეპარქიის სამღვდელოება, თანამშრომლები, საზოგადოების   წარმომადგენლები.

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.  

დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამხედრო სამსახურის დროს, კერძოდ აპრილის ოთხდღიან ომში,   დაღუპული   ჯარისკაცების ხსოვნას. საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა   ლევონ ჩიდილიანმა დამსწრეებს მიულოცა სომხური არმიის დღე და გაუძღვა საზეიმო ღონისძიებას. ნაჩვენები იქნა დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის გმირული არმიის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  ვიდეოფილმი, რომელიც ასახავდა სომხეთის შეიარაღებული  ძალების განვლილ გზას.    

 საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს  სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა ისაუბრა ათასწლეულის ისტორიის მქონე სომხური არმიის ისტორიაზე, ხაზი გაუსვა   სახელმწიფოებრიობის   ფაქტორს, რომლის დაკარგვა პერიოდულად ხდებოდა ჯარის    ლიკვიდაციის მიზეზი. გამომსვლელმა გაიხსენა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ პერიოდში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის პერიოდი, როცა საფუძველი ჩაეყარა სომხურ  არმიას,  ისაუბრა სომეხ ჯარისკაცებზე, რომლებიც თავდადებით იცავენ ქვეყნის საზღვრებს, უზრუნველყოფენ ერისა და სამშობლოს სიმშვიდეს.

ღონისძიება კურთხევისა და დაფასების სიტყვით შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,   ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ღონისძიება მართლაც დღესასწაულად იქცა კონცერტით, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს   სოლისტებმა ანა ბადალიანმა, ნინა კარაპეტიანმა, ანი ჰოვანისიანმა,  ჰენრიხ პეტროსიანმა და გუნდმა „ნერსეს შნორჰალი“.  სრულიად სომეხთა  სიამაყეს,   ძლიერ და ბრძოლისუნარიან სომხურ არმიას მიეძღვნა „ჰაიასტან“ სიმღერის ერთობლივი შესრულება, რომელმაც გაიჟღერა როგორც    გამარჯვებისა და  აღორძინების სიმბოლოდ.

1 2 3 4 

5 6 7 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)