1geo

fb you od

ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

trndez 

ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული  სომეხი ხალხის ერთ-ერთი საყვარელი და მხიარული დღესასწაულია, რომელიც  საქართველოს სომეხთა ეპარქიაში  გაიმართა საეკლესიო  ცერემონიალებითა და მხიარული ხალხური ზეიმით.

დღესასწაული დაიწყო 2017 წლის 13 თებერვალს, ეპარქიის ეკლესიებში შესრულებული წინასადღესასწაულო წირვა-ლოცვით.  

ტიარნინდარაჯი თბილისში დიდი პომპეზობით  აღინიშნა “სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარსა და   „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.   

„სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში  წინასადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი  ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით. სომხურ საეკლესიო დღესასწაულს თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. სასულიერო ცერემონიალს ესწრებოდნენ სათვისტომოს სტრუქტურათა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, მრავალი მორწმუნე.

საგალობლების სასიამოვნი ჰანგების ქვეშ, მორწმუნეებმა მოისმინეს ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის დღესასწაულის საიდუმლო.   ეპარქიის წინამძღვრის   წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით,   შესრულდა „ანდასტანის“ ცერემონია, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები, ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ.      

შეკრებილებს კურთხევის სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მშვიდობა უსურვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას, არცახს,    დამსწრეებს მოუწოდა ეროვნული და საეკლესიო ტრადიციების ერთგულებისკენ, ასევე  სომხური ეკლესიის გარშემო   გაერთიანებისა და ეროვნული და სულიერი ფასეულობების მომავალი თაობებისთვის გადაცემისკენ.   

მირქმის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის,  უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით,    გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა   კურთხევის დღედ.   დღესასწაულის აღსანიშნავად და ჩვენი უფლის კურთხევის მიღების სანუკვარი ოცნებით ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც   ჯვარი დაიწერეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.    

ყველგან, ეკლესიების ეზოებში დაენთო ტრადიციული კოცონი   და დაიწყო  ტრადიციული საზეიმო ღონისძიება,  რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის მიერ    (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი). კონცერტს უძღვებოდნენ  ქორეოგრაფი სურენ აბრამიანი    („სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარი) და    ჟურნალისტი ლიზა თოროსიანი („სურბ ეჯმიაწინ“  ეკლესია). კონცერტში მონაწილეობდნენ: ქორეოგრაფიული ანსამბლები - „ვანქ“  (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), "ანი" (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი),    „ტარონ“ (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი), რომლებმაც  ხალხური ტაეპებით  წარმოადგინეს საქორწინო სცენები. ხალხური და ეთნოგრაფიული სიმღერებით გამოვიდნენ ინდივიდუალური შემსრულებლები: ანა პოღოსოვა-ბადალიანი, ნინა კარაპეტიანი, აიდა ბაზოიანი, ანი ჰოვანისიანი, „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის სოლისტები. ხალხური მელოდიები წარმოადგინეს "ჰაიარტუნ" ცენტრის    დუდუკისა და დოლის წრეებმა.   

ქალაქის ავლაბრის უბანსა და მეიდანზე მდებარე სომხურ ეკლესიებში მხიარული ცეკვა-სიმღერა დასრულდა  ლამაზი ფეიერვერკით.

„სურბ გევორგ“ და  „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების  სულიერ მსახურთა ინიციატივითა და ეკლესიის ჯვრის ნათლიების -  იური ერემიანისა    და კარენ სარგსიანის მხარდაჭერით,   ახალდაქორწინებულებს გაუმასპინძლდნენ .   

მირქმის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა სომხებით დასახლებულ ყველა რეგიონში. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში სარიტუალო ცერემონიალები შესრულდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ  ბაბგენ სალბიანის საპატიო წინამძღოლობით. ეპარქიალური ვიკარიატის „ზართონქ“ და „ვაჩიან“ ხალხური ცეკვა-სიმღერის ანსამბლების (სამხატვრო ხელმძღვანელი: ნასლეთ ქეიანი) მონაწილეობით გაიმართა მხიარული კონცერტი, რის შემდეგაც ეკლესიის ჯვრის ნათლიამ, აღასი კარაბეკიანმა, ახალდაქორწინებულებს გადასცა საჩუქრები. მირქმის დღესასწაული აღინიშნა ასევე რაიონის სოფელ კულიკამის „სურბ ერრორდუთიუნ“ და სოფელ დილისკის „სურბ სარგის“ ეკლესიებში.     

 ხალხის საყვარელი დღესასწაული წინასადღესასწაულო ცერემონიალით, მხიარული კოცონით და ცეკვა-სიმღერით   გაიმართა ასევე ნინოწმინდის „სურბ სარგის“, მამზარის „სურბ მესროპ მაშტოც“, ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“, დიდი არაგიალის „სურბ ხაჩ“ და სათხის „ნერსეს მეწ“ ეკლესიებში.  

დღესასწაული გაიმართა ასევე ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, წუღრუთის „სურბ სიონ“ და წირის „სრბოც ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიებში.  

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში წინასადღესასწაულო ცერემონიალის და ახალდაქორწინებულთა კურთხევის     შემდეგ,  ეპარქიის ალექსანდრე მანთაშიანცის  სახელობის  ცენტრის (დირექტორი: სონა ჰოვანისიანი) მხატვრული ჯგუფების  მონაწილეობით, ტრადიციული კოცონის გარშემო გაიმართა ლამაზი კონცერტი.    

14 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

1 2 3 4 

5 6 7 8 

9 16601577 1249121375170240 1305746074991163980 o 10 11

 12 13 14 16602350 1249166265165751 8945515570957050155 o

 15 16 17 18 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)