დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალურ ვიკარიატში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ქველმოქმედ ნაირი ნაჰატაკიანის შემოწირულობით, ეკლესიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები ეპისკოპოსმა ვაზგენმა კურთხევა და მადლიერება გადასცა სულიერ მოძღვარს, მღვდელ ტიგრან მხითარიანს. წინამძღვარმა მადლობა მოგვიანებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს დელეგაცია გაემგზავრა ახალციხის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ეპარქიის წინამძღვარსა და სტუმრებს დახვდა ცენტრის დირექტორი ნანული ქეჰეიანი, პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად. სტუმრები გაახარა საბავშვო დირექტორმა ქალბატონმა ნანულიმ წარმოადგინა ცენტრში მიმდინარე სამუშაოები, ისაუბრა ასევე ცენტრის მომავალი შენობის აშენების პერსპექტივაზე. მან ასევე დასვა თემში საბავშვო ბაღის ქონის საკითხი. საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველმა არტაკ გრაბსკიმ ცენტრის დირექციას აღუთქვა საელჩოს სრული მხარდაჭერა ნორჩი თაობის სომხური სულისკვეთებით აღზრდის საკითხში.
იმავე დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეწვია ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას, სადაც ახალციხის და ბორჯომის სულიერ ინსპექტორ, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანსა და რაიონის სულიერ მოძღვარ მღვდელ თორგომ ვარდანიანთან ერთად აღავლინეს მადლიერების ლოცვა, რის შემდეგაც მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა წარმოადგინა ეკლესიის სამრეკლოს და მიშენებული შენობის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის და მომავალი სამშენებლო ეპარქიის წინამძღვარმა სულიერ მოძღვრებს აცნობა, რომ ქრისტეშობის ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიას, 5 იანვარს, თვითონ აღავლენს „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში და თავის დარიგებას გადასცემს მორწმუნე მრევლს. გვიან საღამოს დელეგაცია, ჯავახეთში თავისი მისიის შესრულების შემდეგ, დაბრუნდა დედაქალაქ თბილისში. |