| ეღიშე ჩარენცისა და საიათნოვასადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო |
|
|
|
| სიახლეები |
|
ლიტერატურულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები, მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მრავალი სტუმარი. სომხური ვოკალური ხელოვნების და ლიტერატურის უბადლო წარმომადგენლების ნაწარმოებებმა ნამდვილად შექმნეს ლიტერატურული მშვენიერი სულისკვეთებით საღამო, ღონისძიებაში მონაწილეობდა ცენტრის გუნდი „აღბიურ“, რუზანა ჰოვანისიანის, მხატვრული კითხვის წრე, სათენიკ დანიელიანის და „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლი, მერინე პოღოსიანის ხელმძღვანელობით. ცენტრის აღსაზრდელების ლამაზი დეკლამაცია, სიმღერა და ცეკვა მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და იმსახურებდა მათ დაფასებას და თბილ ოვაციებს. ღონისძიების დასასრულს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის , აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის ხელმძღვანელ მასწავლებლებს და მონაწილე მოსწავლეებს მადლობის და წახალისების სიტყვით მიმართა კულტურის ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, ვინც ხაზი გაუსვა იმას, რომ ეღიშე ჩარენცს, როგორც პატრიოტ პოეტს, საიათნოვას, როგორც აშუღური სიმღერის უკვდავ წარმომადგენელს, უნდა იცნობდეს, აფასებდეს და იამაყოს სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ღონისძიების მონაწილეებმა ისიამოვნეს ჩარენცის გულში ჩამწვდომი ნაწარმოებებით, საიათნოვას უკვდავი სიმღერებით და ლექსებით, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დატოვეს ცენტრი. |









2017 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ლტერატურულ-მუსიკალური საღამო, რომელიც მიეძღვნა დიდი პოეტის, ეღიშე ჩარენცის, 120-ე წლისთავს და განუმეორებელი საიათნოვას 305-ე წლისთავს.

