1geo

fb you od

სომხური ლიტერატურის ნაწარმოებები მელანია ბარსეღიანის დეკლამაციით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 13 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   "ოვანეს თუმანიანის სახლი" სამეცნიერო, კულტურულ     ცენტრში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობის, „გიგორ ნარეკაცი“ და „მოვსეს ხორენაცი“ მედალოსნის, სომხეთის რესპუბლიკის თეატრალური DSC05319საზოგადოების "ქალის საუკეთესო როლის შემსრულებელი“ ნომინაციის ლაურეატის, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის მსახიობის, მელანია ბარსეღიანის მხატვრული კითხვის საღამო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის    საელჩოს მრჩეველი, მელანია ბარსეღიანის სამსახიობო ხელოვნების დამფასებლები, სომხური საზოგადოების ის წარმომადგენლები, ვის მეხსიერებაშიც  მუდმივად აქვს დაკავებული DSC05328ადგილი ნიჭიერი მსახიობის განსახირებულ როლებს, ყველა დროის არა მხოლოდ  სომეხი, არამედ სხვადასხვა ეროვნების ქალის სახის რეალისტურ  გამოსახულებას, მის მიერ გრიგორ ნარეკაცის „ტრაგედიის მატეანის“ მთლიანი პოემის განუმეორებელ   დეკლამაციას, რასაც წარუშლელი შთაბეჭდილება აქვს დატოვებული.    
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, პროფესორ  ემა ახტიანის გახსნის სიტყვის შემდეგ, ღონისძიებას თავისი ლამაზი მხატვრული კითხვით წარუძღვა თვითონ მსახიობმა.   DSC05337
 დამსწრეები მოხიბლა რა ლამაზი და პოეზიის ოსტატი  კითვით, ნიჭიერმა მსახიობმა გადაფურცლა სომხური ლიტერატურის გვერდები - ოქროს საუკუნიდან (მე-5 საუკუნე) თანამედროვე პერიოდამდე. ეზნიკ კოღბაცი, ეღიშე, გრიგორ ნარეკაცი, ნაჰაპეტ ქუჩაკ, საიათნოვა, პარუირ სევაკ, ჰოვანეს შირაზ, ვიკტორ ჰოვსეფიან, ანაჰიტ ბოსტანჯიან და სხვები, ლექსები, რომლებმაც აღაფრთოვანა მსმენელი, მიწოდების DSC05350მომხიბვლელობით, მეტყველების მიზიდულობით,   მხატვრული ხიბლით.
პოეზიის ნიმუშები    ჰარმონიზებული იყო ციტატებით პროზიდან, სამსახიობო თამაშით, მიწოდების ოსტატობით.   მხატვრულ  ფრაგმენტებს, რომლებსაც ასე მშვენივრად აკავშირებდა მსახიობი, შეუმჩნევლად გადაჰყავდა მსმენელი პოეტური სიტყვით გამოხატული გრძნობების, ემოციების სამყაროში.  
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა არ არის საკმარისი მელანია ბარსეღიანის სამსახიობო ოსტატობის გადმოსაცემად, ნიჭიერი მსახიობის საღამოს მაღალი შეფასება მისცეს პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური დრამატული თეატრის   სამხატვრო ხელმძღვანელმა არმენ ბაიანდურიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საზოგადო მოღვაწე სამველ აღეკიანმა   და სხვებმა. იყო წინადადება ასეთ ღონისძიებებზე მოიწვიონ სკოლების  უფროსკლასელები და  უნივერსიტეტის სტუდენტები.
 საღამოს ემოციურობას ჰარმონიულად ავსებდა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის სოლისტის, აიდა ბაზოიანის მიერ შესრულებული სომხური სიმღერები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)