სიახლეები
|
ოზურგეთში და ბათუმში შესრულებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მის ყოვლადუსამღვდლოესობას ეპისკოპოს, ვაზგენ მირზახანიანიანს, 2019 წლის 3 აპრილს შეხვედრა ჰქონდა ბათუმის ალექსანდრ მანთაშიანცის კლუტურულ საგანმანათლებლო ცენტრის პედაგოგებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი მაღაქია ამირიანი, ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომხების სულიერი მწყემსი, მღვდელი არარატ გუმბალიანი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ცენტრის საერთო სამუშაოების მიმდინარეობა, ხაზი გაესვა ამ სასწავლო წელს ბათუმის N 4 ქართულ სკოლაში გახსნილი სომხურ-ქართული კლასის საქმიანობას, რომელსაც თავისი ფორმატით შეუძლია კარგი მაგალითი იყოს მსოფლიოს სხვადასხვა თემებისთვის. უწმინდესმა ვაზგენმა იასუბრა ასევე კულტურულ ფართომასშტაბიან საქმიანობაზე, ტრადიციების აღდგენაზე, საიუბილეო ღონისძიებების განხორციელებაზე, რომლებიც სომხური ჩარჩოებიდან გამოსვლით თანდათან მისაღები ხდება ასევე ქართული საზოგადოებისთვის. შესაბამისად სომხურ ეკლესიებთან არსებული კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრების მოწოდებაა შეავსონ სომხების ეროვნულობის შენარჩუნების საქმიანობა. ეპარქიის წინამძღვარმა მიულოცა ალექსანდრ მანთაშიანცის ცენტრის პერსონალს ცენტრის ტერიტორიის გაფართოება, რომლის მატერაილაურ სახსრებზე იზრუნა ჯინიშიანის მემორიალურმა ფონდმა. ყოვლადუსამღვდლოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენმა, სულიერი მწყემსს და ცენტრის ხელმძღავნელობას შეაგონა, ოზურგეთის ცენტრის ანალოგიური ცენტრის გახსნა ქალაქ ქობულეთში. ალ. მანთაშიანც ცენტრის დირექტორმა, სონა ჰოვჰანნისიანმა მასწავლებლების სახელით მადლობა გადაუხადა ეპარქიის წინამძღვარს მათი ყველა ინიციატივისა და პროგრამის მხარდაჭერისა და კოორდინაციისთვის, ასევე ცენტრის ტერიტორიული გაფართოების მიზნით სახსრების მოძიებისთვის და იკისრა ვალდებულება უფრო დიდი შემართებით გააგრძელოს სამუშაო, ბათუმის, ოზურგეთისა და სხვა თემების სომხურ წრეებში ეროვნულობის შენარჩუნების საქმის სასარგებლოდ.
|