1geo

fb you od

მირქმის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

tiarn-8

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომხურმა ეპარქიამ მოქმედ ორ -   წმინდა გევორგ და წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიებში გადაიხადა მირქმის დღესასწაული (დაბადებიდან 40 დღის შემდეგ მიგებება იესო ქრისტესი).                                                                                                                                       13 თებერვალს შესრულდა წინასადღესასწაულო ცერემონიალი, რომლის დროს გამოცხადდა, რომ სრულიად სომეხთა კათალიკოსის კურთხევით 14 თებერვალი გამოცხადებულია ახალდაქორწინებულების და ოჯახების კურთხევის დღედ.

აკურთხეს ახალდაქორწინებული წყვილები, მათ უსურვეს სტაბილური და მყარი ოჯახების შექმნა, ვინაიდან ეგ სჭირდებათ პირველ რიგში მათ და შემდეგ - ერს. 14 თებერვალს თბილისის ყველა ეკლესიაში დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა წმინდა და უკვდავი პარაკლისი, შემდგომ წმინდა ეჩმიაძინ   ეკლესიის მახლობლად დაენთო მირქმის დღესასწაულის ტრადიციული კოცონი და ახალდაქორწინებულ წყვილებს დაურიგდა საჩუქრები.