„ჰაიარტუნ“ ცენტრი „არტ-ექსპო 2012-ის“ მონაწილე |
სიახლეები |
ოთხი წელი ზედიზედ სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ერევანში მხატვართა კავშირის შენობაში ტარდება ტრადიციული „არტ-ექსპო 2012“ ხელოვნებათა გამოფენა. 3-4 მარტს გამართული გამოფენის ფარგლებში ერთი წლის მოღვაწეობის შედეგები და ახალი პროექტები წარადგინა ხელოვნების სფეროს დაახლოებით ორმოცდაათმა ცნობილმა და წარმატებულმა ორგანიზაციამ - მუზეუმმა, ბიბლიოთეკამა, კინოსტუდიამ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. წელს ღონისძიება ეძღვნებოდა იუნესკოს
მიერ ერევნის წიგნის დედაქალაქად გამოცხადებას და სომხური ბეჭდვითი წიგნის 500 წლის იუბილეს. საიუბილეო წელთან დაკავშირებით „არტ-ექსპო 2012“ ეძღვნებოდა წიგნსა და წერილობით მემკვიდრეობას. გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა სრ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, სხვა თანამდებობის პირები. „არტ-ექსპო 2012“ გამოფენას ეწვია საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. წელს „არტ-ექსპო 2012“ გამოფენაში მონაწილეობის პატივი ერგო სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ, საგანმანათებლო და ახალგაზრდულ ცენტრ „ჰაიარტუნს". „ჰაიარტუნი“ ერთადერთი ორგანიზაცია იყო საზღვარგარეთიდან, რომელიც მიწვეულიქნა სომხურ ხელოვნებათა გამოფენაზე. „ჰაიარტუნს“ წარმოადგენდნენ ცენტრის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი ლევონ ჩიდილიანი და ტექნიკური პასუხისმგებელი ვალერი ბადალიანი. მოღვაწეობის სულ 7-8 თვის განმავლობაში შესრულებულ ნამუშევრებს ექსპონატების სახით ამაყად ეკავათ ადგილი გამოყოფილი პავილიონის ყველა თაროზე. „ჰაიარტუნის“ სახელით გამოქვეყნებული მხატვრული და პუბლიცისტური ლიტერატურა, პროშურები, აფიშები და განცხადებები, უამრავი ფოტო, რომლებიც ასახავდა „ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრში ორგანიზებულ შეხვედრებს, შემდგარ ღონისძიებებს, პერსონალური და კოლექტიური გამოფენების დეტალებს. სასიხარულოა, რომ სრ პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ინტერესი გამოიჩინა „ჰაიარტუნის“ პავილიონის მიმართ და ცენტრს დედა-სამშობლოს ყურადღებისა და მხარდაჭერის დაპირება მისცა. დამსწრეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს „ჰაიარტუნ“ ცენტრში მიმდინარე საგანმანათლებლო-კულტურული სამუშაოების ამსახველი ფოტოების მიმართ. სრ კულტურის მინისტრმა ჰასმიკ პოღოსიანმა და სხვა თანამდებობის პირებმა მაღალი შეფასება მისცეს ცენტრის მოღვაწეობას და თბილისური „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვეს. |