ბათუმში პატივი მიუგეს 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას |
24 აპრილს მთელი მსოფლიოს სომხები გლოვობენ ერის განადგურების მიზანმიმართული საშინელი ტრაგედიის მსხერპლთ. მსოფლიოს ყველა კუთხეში ამ დღეს სომხები თავს იყრიან ეკლესიებში, სანთლებს ანთებენ და ღონისძიებებს ატარებენ, ახსოვთ ჩვენი ხალხის ტკივილი და ახსენებენ მას მთელ მსოფლიოს. ბათუმის სომხები, როგორც სომეხი ხლხის განუყოფელი ნაწილი, მაგ დღეს შეიკრიბნენ სომეხთა
სომეხთა სამოციქულო ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიაში, სადაც ჩატარდა ღვთისმსახურება ჩაატარა ბათუმის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მამა არარატ გუმბალიანმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის მთავარი კონსული გ.ისრაელიანი, აჭარის სომეხთა კავშირის თავმჯდომარე გ.ვარდანიანი, „ჩვენი მომავალი“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე პ.აბრაამიანი, „ჩვენი სახლი საქართველოა“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ს.თალითიანი, „სომხური დახმარების კავშირის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელები და აქტივისტები, აგრეთვე სხვა ბათუმელები. 23 აპრილს ბათუმის სომხები შეიკრიბნენ სურბ ფრკიჩ ეკლესიაში, სადაც მამა არარატ გუმბალიანმა ჩაატარა ღვთისმსახურება უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად. შემდგომ ეკლესიის ეზოში დაინთო „წიწერნაკაბერდის“ სიმბოლური ცეცხლი, შემდეგ სანთლები დაანთეს ხაჩქარსა და წიწერნაკაბერდის მაკეტთან. ღონისძიების ორგანიზება მოხდა მამა არარატ გუმბალიანის კურთხევით, აჭარის სომეხთა კავშირისა და აჭარის „ჩვენი მომავალი“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით. |