განსაკუთრებული საყოველთაო ნათლობა |
4 მაისს ახალქალაქის რაიონის ეკლესიაში სურბ ხაჩ შედგა უპრეცედენტო და განსაკუთრებული ნათლობის ცერემონიალი: ინათლებოდნენ ქალაქში მცხოვრები ასაკოვანი ადამიანები, რომელთა უმეტესობა მარტოხელაა და ცხოვრობს გაჭირვებაში.
მონათლულთა უმეტესობა მთელი ცხოვრების მანძილზე გულით ატარებდა ღმერთის მიმართ რწმენას, მთელი ცხოვრების მანძილზე ელოდებოდა ამ დღეს, მაგრამ უღმერთობის პერიოდის იდეოლოგიური ბარიერები და მომავალ წლებში დაწყებული და დღემდე არსებული მძიმე სოციალური პირობები ხელს
უშლიდნენ მათი სანუკვარი ოცნების განხორციელებას. ზოგიერთმს მათგანმა, ჯანმრთელობის პრობლემებითაც კი, დიდი სიამოვნებით და ბედნიერების ცრემლებით თვალებში მიიღო ჩვენი უფალის - იესო ქრისტეს წმინდა მემკვიდრედ ყოფნის ეკლესიის მიწვევა. |