ანსამბლი „ჯეირან“ ფესტივალის ოქროს მედალოსანი |
სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ანსამბლი „ჯეირან“ გახდა ფესტივალის „ბრავო-2012“ ოქროს მედალოსანი. დიდებული გამოსვლა და ღირსეული შეფასება - აი ასე შეიძლება განისაზღვროს „ჯეირან“ საბავშო-საყმაწვილო ანსამბლის გამოსვლა 27 მაისს „არტ-ჰოლ“ დარბაზში შემდგარ სასცენო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებელთა მე-13 რესპუბლიკურ ფესტივალზე „ბრავო-2012“.
ფესტივალის 40 ნომინაციისათვის იბრძოდა საცეკვაო ხელოვნების 15 ანსამბლი მთელი საქართველოს მასშტაბით. 4 კაცისაგან შემდგარი ჟიური, რომლის თავმჯდონმარე გახლდათ იუნესკო-ს ცეკვის საერთაშორისო საბჭოს თბილისის განყოფილების თავმჯდომარე ზურაბ ბილანიშვილი, ხოლო საცეკვაო ხელოვნების შემფასებელი - ამჟამად ლონდონში ქართული ცეკვის გამავრცელებელი სუხიშვილების ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე კონსტანტინე ჩხაიძე, მკაცრად აფასებდა ცეკვის ტექნიკურ სრულყოფილებას, ჩაცმულობისა და მუსიკის ჰარმონიას, საშემსრულებლო ოსტატობას.
„ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ანსამბლი „ჯეირან“ (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციან - საქართველოს „ღისების“ ორდენოსანი, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს კომიტასის სახელობის ოქროს მედალოსანი) ფესტივალზე წარსდგა მოზრდილთა და პატარათა ანსამბლებით, ცეკვებით - „მახმურ აღჯიკ“, „ეთნოგრაფიული ცეკვების ციკლი“, „პოპური“ და „კინტაური“.
ანსამბლი „ჯეირანის“ ტექნიკურად სრულყოფილმა, მაღალი არტისტიზმით და საშემსრულებლო მაღალ დონეზე შესრულებულმა ყველა გამოსვლამ მიიღო რესპუბლიკური ფესტივალის „ბრავო-2012“ ჟიურის უმაღლესი შეფასება. ანსამბლმა და მისმა ყველა მონაწილემ მიიღო ოქროს მედალი და დიპლომი, ქორეოგრაფმა სვეტლანა ერიციანმა კი - ცეკვის ჩაცმულობის და მუსიკის სწორი შეხამებისა და საშემსრულებლო ოსტატობისათვის მიიღო „საუკეთესო“ ნომინაციით სპეციალური დიპლომი.
საცეკვაო გამოსვლების დროს ჟიური ჩვეულებრივ ყურადღებას ამახვილებს ტექნიკასა და დადგმაზე, ხოლო ვოკალის დროს - განსაკუთრებით ფასდება არტისტიზმი და საშემსრულებლო ოსტატობა, მაგრამ „ჯეირან“ ანსამბლის „მახმურ აღჯიკ“ ნომრის სოლისტის დიანა მოვსისიანის საცეკვაო ოსტატობა ისეთი მაღალი დონისა იყო, რომ ჟიურიმ ფესტივალის ერთადერთი ნომინაციით მას ერთხმად მიანიჭა სპეციალური პრემია საშემსრულებლო ოსტატობისა და არტისტიზმისათვის.
ფესტივალზე „ბრავო-2012“ მიღწეულ დიდ წარმატებას მოჰყვა კიდევ ერთი გამარჯვება, ამჯერად სხვა ფესტივალზე.
2 ივნისს თბილისში შედგა მრავალეთნიკური ხელოვნების ფესტივალი ლოზუნგით „ერთი ცის ქვეშ - კულტურათა დიალოგი“. ფესტივალს ესწრებოდა საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და სხვა თანამდებობის პირები. ფესტივალის გახსნის პატივი ერგო ანსამბლს „ჯეირან“. ანსაბლის ლამაზმა გამოსვლებმა დაიმსახურა მაყურებლის აღფრთოვანება, მაყურებელმა დაუსრულებელი ტაშითა და ოვაციებით დააჯილდოვა ანსამბლი. ნომრებმა „მახმურ აღჯიკ“, „ეთნოგრაფიული ცეკვების ციკლი“, „პოპური“ და „კინტაური“ დაიმსახურეს მკაცრი ჟიურის უმაღლესი შეფასება. ანსამბლის ყველა წევრი გახდა ლაურეატი ნომინაციაში - „საუკეთესო“, მიიღო დიპლომი და საჩუქრები, ხოლო ნიმინაციაში „საუკეთესო საცეკვაო ანსაბლი“, ფესტივალის მოწინავე გახდა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ანსამბლი „ჯეირანი“, ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანის ხელმძღვანელობით. 3 ივლისს თბილისის წმინდა ეჯმიაწინ ეკლესიაში, პარაკლისის შემდეგ საზეიმო, მხიარული ატმოსფერო სუფევდა. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის გამოსვლაში დალოცა და ამავდროულად მიულოცა „ჯეირან“ ანსამბლის ყველა მონაწილესა და მათ მშობლებს, ქორეოგრაფ სვეტლა ერიციანს დიდი გამარჯვებისა და დედა სამშობლოს ფარგლებს გარეთ სომხური საცეკვაო ხელოვნების და კულტურის შენარჩუნებას, განვითარებასა და მის მაღალ დონეზე წარდგენასთან დაკავშირებით. ბოლოს საზეიმო პირობებში სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა ლევონ ჩიდილიანმა ანსამბლ „ჯეირანის“ წევრებს გადასცა ფესტივალის ოქროს მედლები, დიპლომები და საქართველოს სომხური ეპარქიის საჩუქრები.
|