1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ზაფხულის დასვენება სკაუტთა ბანაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

399566 253009448149208 1134316304 n

სომხური საქველმოქმედო საერთო კავშირის ინიციატივით მოქმედი   "ანდრანიკსკაუტური ბანაკი, თავისი საინტერესო და მხიარული დღეებით, გახდა აგრეთვე დამოუკიდებლობის, გამჭრიხობის, გამბედაობის, მეურნეობის მართვის, ნდობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ნამდვილი სამჭედლო   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მოზარდთათვის, რომლებმაც აქ გაატარეს ორკვირიანი დასვენება.

13-დან 25 ივლისამდე "ანდრანიკსკაუტური ბანაკის   ცხოვრებაში ჩაერთო 22 სომეხი ახალგაზრდა თბილისიდან, ქვემო ქართლიდან და   სამცხე-ჯავახეთიდან.

622888 253012381482248 70106739 o

საქართველოდან ჩასულ სომეხ ახალგაზრდებს ხელმძღვანელობდა მარინა ხაჩატუროვა.

სომხეთის რესპუბლიკის ვანაძორის "ცხელი მთის" ფერდობზე, ულამაზესი ბუნების წიაღში, ტყით დაფარულ ტერიტორიაზე უკვე 5 წელი მოქმედებს სკაუტური ბანაკი, სადაც   ზაფხულის არდადეგებს ატარებს ლიბანიდან, სირიის სხვადასხვა ქალაქიდან, საქართველოდან, სომხეთიდან ჩასული 13-18 წლის 200 ახალგაზრდა.   ბანაკის ცხოვრება იმართება სპეციალურად აღჭურვილი კარვებით და იქცევა ხოლმე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ექსტრემალურ მდგომარეობაში სწორად მოქმედების ტრენინგად. საძილე ტომრებით და სკაუტური ცხოვრების სხვა აღჭურვილობითა და დაწესებული ნორმებით 13 დღით აქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პირველადი უჩვეულო მდგომარეობა და კომფორტის უქონლობა მალევე იქცა მხიარულ განწყობად, ინტერესად, გართობად. ბანაკის ხელმძღვანელის ლიბანელი სომეხი ახალგაზრდის   გიორგი სანტურიანის მკაცრი კონტროლი, მომთხოვნობა მიმართული იყო ბანაკის ცხოვრების დამორჩილებისა და დაწესებული დღის წესრიგის დაცვისაკენ. დამოუკიდებლობა, დისციპლინა, სისუფთავის დაცვა - ბანაკში ცხოვრების ეს მთავარი პირობები მალე გახდა ბანაკელთა ხელშეუხებელი ნორმა.

სკაუტური ბანაკისათვის დამახასიათებელია მორიგეობა, რომელსაც განსაზღვრული წესით ემორჩილება ყველა. სავალდებულ იყო კარვების მცველობა, ფართობის სისუფთავის დაცვა და კეთილმოწყობა, სამუშაოები სამზარეულოში და საკვების მომზადება.

ლაშქრობა "ცხელი მთისკენ", ექსკურსიები   გარნიში, გეღარდში, ხორ ვირაპში, ეჩმიაძინში,   ტურები   ერევანში, გიუმრიში სკაუტელთა რუტინულ   ცხოვრებას   ბანაკში ხდიდა საინტერესოს,   სიახლეებით აღსავსეს და შინაარსიანს.  

სხვადასხვა შეჯიბრებები, რომლებიც ტარდებოდა   ფიზიკური აღზრდისა და მხატვრული განვითარებისათვის, მხიარულად ჩაივლიდა ხოლმე. სასიხარულოა, რომ ბანაკში დაჯილდოებულთა შორის იყო აგრეთვე   თბილისელი ჰოვანეს შაჰნაზარიანი. მან ბანაკის მხატვრულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის საჩუქრად   მიიღო სომხური სხვადასხვა ჟანრის სიმღერების კომპაქტ-დისკი.  

   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ დანთებული კოცონის   გარშემო   და ბანაკი იქცეოდა მხიარულ დისკოტეკად - სიმღერითა და მუსიკით, მხიარული   თამაშებით..

ფიზიკურად და ემოციურად გაკაჟებულმა   ახალგაზრდებმა ცრემლიანი თვალებით   გაცვალეს მისამართები და დაემშვიდობნენ ერთმანეთს, მომავალ წელს სკაუტურ ბანაკში კვლავ   შეხვედრის მოლოდინით.