გუსან ჰავასის სიმღერის ტრადიციული დღესასწაული წალკაში |
29 სექტემბერს სადღესასწაულოდ გამოიყურებოდა წალკის რაიონის სოფელი აიაზმა. ხალხი, რომელიც მოვიდა სოფლის მახლობლად გაშლილ მინდორზე, შეიკრიბა კვლავ გუსანური სიმღერის ხიბლითა და ამ მიწითა და წყლით ნასაზრდოები, ამ ხალხის წიაღიდან გამოსული გუსან ჰავასის შემოქმედებით, მუსიკითა და ლექსებით გადმოცემული იდეებით დასატკბობად. სომხური გუსანური ხელოვნების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ ამ ტრადიციულ ყოველწლიურ სიმღერის დღესასწაულზე, რათა პატივი მიეგოთ სომხური მუსიკალური ხელოვნების ოსტატის - გუსან ჰავასის ხსოვნისსადმი. ჰავასის სიმღერა და მუსიკა ჟღერდა მის მშობლიურ აიაზმაში, სადაც საზეიმოდ ადიდებენ დიდ აშუღს. გუსან ჰავასის სიმღერის დღესასწაულისადმი მიძღვნილ შეკრებაზე ჩამოვიდნენ სტუმრები თბილისიდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ წალკის ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები: მიხეილ ცქიტიშვილი, ვარდო ეღოიანი, გოჩა ხაჩატრიანი და სხვანი. ღონისძიებას ესწრებოდა სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამცხე-ჯავახეთის წინამძღვარი მამა ბაბკენ სალბიანი. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, თბილისი პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის ხელმღვანელი ანაჰიტ ბოსტანჯიანი, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები, ცენტრის სამუშაოთა კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანისა და ტექნიკური ნაწილის პასუხისმგებელის ვალერი ბადალიანის ხელმძღვანელობით. დღესასწაულს ესწრებოდნენ გუსან ჰავასის ახლობლები. გუსან ჰავასიმ (არმენაკ მარკოსიანმა), რომელმაც დაწერა 2000 სიმღერა და 1500 სტროფ-ლექსი, დაწერა მელოდიები, თავისი შემოქმედებით გამოეხმაურა ეპოქის ყველა საკითხს. მისი ხედვა ყოველ ჯერზე ახლებურად გამოიხატებოდა სამშობლოს, დაბადების ადგილის, საყვარელი ადამიანისადმი მიძღვნილ სიმღერებსა და ლექსებში. და არ იყო გასაკვირი, რომ ყველა გამომსვლელმა ხაზგასმით გაამახვილა ყურადღება ჯერ კიდევ ბავშვობაში მხედველობადაკარგული, მაგრამ ცხოვრებისადმი ოპტიმისტურად განწყობილი დიდი გუსანის ფართო თვალსაწიერსა და მდიდარ შინაგან სამყაროზე. და გავრცელდა სიმღერა და ცეკვა სოფელ აიაზმაში. აღფრთოვანდნენ შეკრებილნი, როცა სცენაზე ერთიმეორის მიყოლებით წარსდგნენ სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურის ცენტრის სოლისტები ანაჰიტ ჰარუთუნიანი, ანა პოღოსოვა და რუბენ ვოსკანიანი, გუსან ჰავასისა და სხვა ხალხური სიმღერების შესრულებით. დამსწრეთა თბილი მიღება დაიმსახურა ცენტრის ანსამბლმა „ჯეირან“ (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი). გამამხნევებელი იყო დღესასწაულის წამყვანის ლევონ ჩიდილიანის მოწოდება რაიონში ხელოვნების განვითარების შესახებ და მისი წაკითხული ლექსი „ეს იმ ანუშ ჰაიასტანი". დღესასწაულს ამშვენებდნენ ქართული სიმღერისა და ლექსების პროფესიონალური შესრულებები წალკის რაიონის გამგეობასთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფების მიერ.
|