1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ფორუმი თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

334407 284582168325269 1171486660 o

ა.წ. 26-27ოქტომბერს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების     ინიციატივით   გაიმართა საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ფორუმი.   სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შემდგარი ორდღიანი ფორუმი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაახლოებას და მათ ჩართვას   სოციალურ და რელიგიურ ცხოვრებაში. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყვნენ ახალგაზრდები როგორც თბილისიდან, ასევ რეგიონებიდან.

281027 284942878289198 1044665147 o

ფორუმმა მუშაობა დაიწყო წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიაში ლოცვით. ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა ეპარქიის   წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი,   საქართველოში სრ საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი, სულიერი მამები.  

ფორუმი გახსნა კულტურის ცენტრის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების პასუხისმგებელმა მიქაელ ავაგიანმა, მან მონაწილეებს გააცნო კონფერენციის სამუშაო გეგმა, რომლის მიზანი დედაქალაქის და რეგიონების საჭირბოროტო საკითხების განხილვაა.

თბილისელ მარინე ხაჩატუროვას, ახალქალაქელ ჯეირან პეტროსიანის გამოსვლები შეეხო მშობლიური ენისა და სახელმწიფო ენის ფლობის საკითხებს.   რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა მშობლიური ენის შენარჩუნებას, ასევე   სახელმწიფო ენის ფლობის საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდობის ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.

ფორუმის მუშაობაში ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების ცხოვრებაში ეკლესიისა და სომხურ ეკლესიაში   ახალგაზრდების როლზე. დეტალურად გაანალიზდა სხვადასხვა სექტებიდან თავის შორს დაჭერის საკითხი.  

დებატების დროს ახალგაზრდებს სწორად ორიენტაციის საკითხში ეხმარებოდნენ სულიერი მამების - მამა ნარეკ ღუშჩიანის, მამა მანუკ ზეინალიანის, მამა სამველ თოროსიანის გამოსვლები.     ისევე როგორც სხვა გამომსვლელები - ლევონ ჩიდილიანი, სლავა მეჟდოიანი მოუწოდებდნენ ეკლესიის გარშემო კონსოლიდაციისა და ერთობლივი ძალებით მოღვაწეობისკენ.  

ფორუმის მონაწილეებმა მოინახულეს ხოჯივანქის პანთეონი, თბილისის დანგრეული სომხური ეკლესიები, ჰოვანეს თუმანიანის სახლი, თბილისის ღიშესან.