საპატიმროდან გათავისუფლდა სომეხი პოლიტიკური პატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი |
24 იანვარს საპატიმროდან გათავისუფლდა სომეხი პოლიტიკური პატიმარი ჯავახეთიდან ვაჰაგნ ჩახალიანი. ხელისუფლების შეცვლისა და 2012 წლის დეკემბერში საქართველოში პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად კვლავ თავისუფლებაშია ცნობილი სომეხი მოღვაწე, სამართლიანობისათვის მებრძოლი, რომელიც 2001 წლიდან საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა ჯავახეთში სომხური ეკლესიების შენარჩუნების, სკოლებში მშობლიური ენის სწავლების, ჯავახეთის სომხების უფლებათა დაცვის მიმართულებით. ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით, რომლებიც მას ელოდებოდნენ ქალაქ რუსთავის № 1 საპატიმროს ეზოში, პოლიტიკური პატიმარი გაემგზავრა თბილისის ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიაში, სადაც მას დახვდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირებსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან. ვაჰაგნ ჩახალიანს მიესალმნენ აგრეთვე სულ 10 დღის წინ გათავისუფლებული სომეხი პოლიტიკური პატიმრები - არმენ გევორგიანი და რუბენ შეკოიანი. ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა სულიერ პირებთან ერთად ლოცვა აღავლინა და დალოცა თავისუფლებაში დაბრუნებული ვაჰაგნ ჩახალიანი. სულიერმა ლიდერმა თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ახალი მთავრობის სამართლიან და ჰუმანურ ნაბიჯს. მან მიულოცა ახალგაზრდას, რომელმაც ზოგიერთ პირთა ახირებით და ცრუ ბრალდებით ოთხნახევარი წელი დაჰყო საპატიმროში, ახლობლებსა და ოჯახს მოწყვეტილი. მან იბრძოლა სიცოცხლისა და იმ იდეებისათვის, რომლებსაც ავრცელებდა არა მხოლოდ ჯავახეთსა და დედა სამშობლოში, არამედ დიასპორაში. ეპისკოპოსმა მას უწოდა სულიერი წამებული, რომელიც სასჯელს იხდიდა სიმართლისათვის. ტელეფონით ვაჰაგნ ჩახალიანი აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ. ვაჰაგნ ჩახალიანმა მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარესს მზრუნველობისა და ყურადღებისათვის. ვაჰაგნ ჩახალიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, სომხური ეპარქიის ლიდერს, სასულიერო პირებს, საპატიმროებთან მუშაობისათვის პასუხისმგებელ მამა ჰუსიკ ჰარუთიუნიანს, წინამძღვარის თანაშემწეს მიქაელ ავაგიანს, ყველა სომეხს, ვინც მას ინახულებდა საპატიმროში. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ახალ ხელისუფლებას, პარლამენტს, დედა სამშობლოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა მისი გათავისუფლებისათვის. "მე ვიბრძოდი სამართლიანობისათვის, ჩვენი მოვალეობაა ერთგულნი დავრჩეთ ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ენისა და ჩვენი ხალხის, და ეს იდეები გადავცეთ ჩვენს თაობებს ", - განაცხადა ვაჰაგნ ჩახალიანმა. შემდგომ ვაჰაგნ ჩახალიანი გაემგზავრა საქართველოში სომხეთის საელჩოში, სადაც მას უმასპინძლა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა. დავამატოთ, რომ ვაჰაგნ ჩახალიანის დაპატიმრების საქმეზე ანგარიში მოამზადა უმცირესობების უფლებების საკითხებში მსოფლიოში ცნობილმა ექსპერტმა ფერდინანტ დე ვარემ: “The Perils of Being a National Minority: Human Rights and Chakhalyan v. Georgia”, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე: http://www.yerkir.eu/2012.05.22-YerkirEurope-ReportHumanRightsViolationsInGeorgia.pdf: დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ასევე მისამართზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.319490128167806.75927.113192792130875. Armenian political prisoner Vahagn Chakhalyan released from prison სომეხი პოლიტიკური პატიმარი ვაჰაგნ ჩახალიანი განთავისუფლდა პატიმრობიდან
|