საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მთავარი ყველიერი აღინიშნა ფესტივალით "ჰარისა -2013" |
სიახლეები |
საქართველოს სომეხ ქალთა კავშირის "შუშანიკის" ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით დიდი მარხვის წინა მთავარი ყველიერის დღესასწაული აღინიშნა ტრადიციად ქცეული ჰარისის ფესტივალით.
10 თებერვალს, საკვირაო წმინდა ღვთისმსახურების შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ფესტივალი "ჰარისა -2013", რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის კონსული ქალბატონი ანაჰიტ ბარსეღიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ვაჰაგნ აფიანი, საზოგადოების წარმომადგენლები. ფესტივალი გახსნა საქართველოში სომეხ ქალთა კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, რომელმაც ისაუბრა სომეხი ხალხის ცხოვრებაში ჰარისის მნიშვნელობის შესახებ და მოუწოდა ხალხს სხვა ტრადიციების მსგავსად ამ კერძების შენარჩუნებისა და თაობებისათვის გადაცემისკენ. მან მადლობა მოახსენა დამსწრეებს და ყველა იმას, ვისი მხარდაჭერითაც ჩატარდა აღნიშნული ფესტივალი. შემდეგ მამა მანუკ ზეინალიანმა დაწვრილებით ისაუბრა მთავარი ყველიერის შემდგომი დიდი მარხვის არსსა და მნიშვნელობაზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის მიერ კურთხევის შემდგომ ჰარისა დაურიგდა შეკრებილებს, ფესტივალი დაამშვენა მხიარულმა სიმღერამ და ცეკვამ. |