17 თებერვალს სომეხთა სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა სირიელ სომეხთა მხარდაჭერის კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება. თბილისელი ნიჭიერი შემსრულებლები ნინა კარაპეტიანი და ჰენრიხ პეტროსიანი წარსდგნენ თბილისელი მსმენელის წინაშე. ორი ცნობილი შემსრულებელი ხშირად მონაწილეობს კონკურსებსა და ფესტივალებში, როგორც საქართველოში,
ისევე ისტორიულ დედა-სამშობლოში. ისინი დაჯილდოებულები არიან მედლებით, მიღებული აქვთ დიპლომები და ლაურეატის წოდება. საკონცერტო პროგრამით ერთად გამოსვლა ამ წყვილისთვის არ იყო სიახლე. 2011 წლის 23 აპრილს ისინი სოლო კონცერტით გამოვიდნენ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის ნორჩ მაყურებელთა თეატრში, რომელსაც დიდი წარმატება ჰქონდა. მომღერლებმა სირიელ სომეხთა დახმარების მოწოდებას უპასუხეს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობით. „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი სავსე იყო მაყურებლით. მომღერლებმა შეასრულეს ხალხური, პატრიოტული და საესტრადო სიმღერები, რომლებმა დამსწრე საზოგადოებას ოვაცია დაიმსახურეს. „ჯეირან“ და „ანი“ ანსამბლები სიმღერებს ამშვენებდნენ მოხდენილი ცეკვით. კონცერტის დროს მიღებული შემოწირულობები გადაეცა სირიელ სომეხთა დახმარების ფონდს. |