1geo

fb you od

დუდუკის კონცერტი საქართველოში სომეხთა ეპარქიის ცენტრში „ჰაიარტუნ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

887151 348219075294911 953038915 o

17 მარტს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზი ხალხით სავსე იყო. ერევნის კომიტასის სახელობის კონსერვატორიის ხალხური საკრავების განყოფილების გევორგ დაბაღიანის დუდუკის კლასის სტუდენტი არსენ პეტროსიანი გამოეხმაურა საქართველოში მცხოვრები ნიჭიერი მომღერლის რუბენ ვოსკანიანის განზრახვას, მონაწილეობა მიეღო სირიელი სომხების დახმარების საქველმოქმედო აქციაში და თბილისში გამოსულიყო სოლო-კონცერტით.

577068 348220155294803 328796026 n

ერევნისაგან განსხვავებით, თბილისში ეს არსენ პეტროსიანის პირველი სოლო-კონცერტი იყო, რომლის მიზანი იყო წვლილის შეტანა საქველმოქმედო აქციაში და თბილისის სომეხ აუდიტორიასთან გაცნობა.

სოლო-კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ნიჭიერმა მომღერალმა რუბენ ვოსკანიანმა, მედუდუკე ვანიკ მკრტჩიანმა, ერევნელმა მედოლემ გევორგ ავეტისიანმა, „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლმა „ჯეირანი“ (ქორეოგრაფი სვეტლანა ერიციანი), სოლო მოცეკვავე ლიანა მარგარიანმა, 104-ე სკოლის მოსწავლე ლიზა თოროსიანმა (დეკლამაცია). საღამოზე შესრულდა ეროვნული, ხალხური სიმღერებმა, იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, როდესაც აუდიტორიის თხოვნით შესრულდა “Strangers in the Night” ნაწარმოები დუდუკის კომენტარით.

ახალგაზრდა ნიჭიერ მედუდუკეს სოლო კონცერტის ჩატარება მიულოცეს poeti-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა და საქართველოს somex მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა.

საღამოს ლამაზი ელფერი შესძინა კონცერტის წამყვანის, „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის კოორდინატორის - ლევონ ჩიდილიანის ლამაზმა სიტყვამ და წაკითხულმა ლექსებმა. დამსწრეთა მიერ შემოტანილი შემოწირულობები გადაირიცხება სირიელ სომეხთა დახმარების ანგარიშზე.