21 მარტს დილით საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრს ეწვია თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ამ დღეებში თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მონაწილე სომხეთის რესპუბლიკის სპორტსმენთა დელეგაცია. სტუმართა შორის იყვნენ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი დავით საფარიანი, მისი მწვრთნელი არაიკ ბაღდადიანი, სრ საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ გადაიცემათა კომენტატორი კარენ გილოიანი. ოქროს მედალოსან სპორტსმენს დახვდნენ თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის სულიერი მამები, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები,
სპორტის მოყვარულები, ასევე სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში შეკრებილი საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის წმიდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. თბილისის წმიდა ეჯმიაწინის სულეირი მოძღვარის მღვდელ მამა მანუკ ზეინალიანის კურთხევის მიღების შემდეგ, სტუმრება ცენტრის კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის თანხლებით დაათვალიერეს ცენტრი. შემდეგ შედგა მოკლე საუბარი საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლებთან. დიდი იყო ინტერესი ჩემპიონ დავით საფარიანის ცხოვრების, მისი შრომისმოყვარეობის და წვრთნების შესახებ სტუმრების მონაყოლის მიმართ. პირველსავე დღეს, 19 მარტს 66 კილოგრამიან წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მან დაამარცხა თურქი იაკუბ გორი. თბილისელმა ცნობილმა სომეხმა მხატვარმა თენგიზ მიკოიანცმა დავით საფარიანს აჩუქა თბილისის ამსახველი მისი შესრულებული ფერწერული ტილო. "ჰაიარტუნ“ ცენტრიდან მიღებილი ნათელი შთაბეჭდილებებით და ახალი გამარჯვებების მოპოვების თანამემამულეთა კეთილი სურვილებით სტუმრებმა დატოვეს ცენტრი.
|