2 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ჭადრაკის წრე. "ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი მიესალმა წრის ჩამოყალიბებას და განაცხადა, რომ ჭადრაკის გაკვეთილებს ჩაატარებენ საერთაშორისო კლასის ოსტატები, მრავალი კონკურსების გამარჯვებულები დავით ჰარუთიუნიანი და გიორგი ბაღათუროვი. მან გაიხსენა, რომ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ჩვენი თანამემამულე,
ნაადრევად გარდაცვლილი ტიგრან პეტროსიანი თბილისელი გახლდათ და მოუწოდა ახალადჩამოყალიბებულ ჭადრაკის წრეს დაერქვას ლეგენდარული ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის სახელი. კურთხევის სიტყვაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა ჭადრაკის მიმართ სომხური გენის განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და მიდგომის შესახებ და კეთილი სურვილები გამოთქვა, რომ საქართველოში სომხური ეკლესიის პატრონაჟით შექმნილმა ამ წრემაც აღზარდოს სომეხი ეროვნების საერთაშორისო კლასის ოსტატები და მომავალი ჩემპიონები. მწვრთნელებმა დავით ჰარუთიუნიანმა და გიორგი ბაღათუროვმა მათი მადლიერება გამოხატეს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით სერგეი არუთიუნოვს, რომლის შემოწირულობითაც ჭადრაკის წრის მოსწავლეები უზრუნველყოფილიყვნენ ჭადრაკის კოლექციით. "ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედი ტიგრან პეტროსიანის სახელობის წრეში შეიძლება მიღებულიქნან 7 წლისა და შვიდ წელზე მაღალი ასაკის მსურველები. მეცადინეობები ტარდება სამშაბათსა და ხუთშაბათს.
|