1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში აღინიშნა სილამაზისა და დედობის დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

480758 357643267685825 1302710456 n

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 აპრილს საქართველოში სომეხთა ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრში შედგა საღამო, რუბრიკით "ახალგაზრდა შემოქმედი ქალბატონები“, რომლის ინიციატორი გახლდათ საქართველოს სომეხ ქალთაშუშანიკკავშირი, საქართველოში სომეხთა ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრისა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. საღამოს ესწრებოდნენ ხელოვნებისა და ლიტერატურის მოღვაწენი, სათვისტომოსა და თბილისის საზოგადოების წარმომადგენლები.

575666 357643204352498 1317901141 n

საღამო გახსნა საქართველოს სომეხ ქალთაშუშანიკკავშირის თავმჯდომარემ - სუსანა ხაჩატრიანმა, მან დამსწრეებს გააცნო ღონისძიების მიზანი - საზოგადოებისათვის იმ თბილისელი ახალგაზრდა ქალბატონების წარდგენა, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში.

"
ჰაიარტუნცენტრის ახალგაზრდობის საკითხთა პასუხისმგებელმა დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა დამსწრეებს უამბო ხარების დღესასწაულის შესახებ, რომელიც აღინიშნება ქრისტიანული ეკლესიის კალენდრით და აღნიშნა, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ ეს დღე გამოცხადებულია დედობის სიხარულის ხარების დღედ.

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომრემ - მერუჟან შაუმიანმა დამსწრეებს მიულოცა ხარების მშვენიერი დღესასწაული, ისაუბრა ფერწერაში ცნობილი ქალ ფერმწერთა ფენომენის შესახებ და წარადგინა ახალგაზრდა სომეხი ქალი მხატვრები.

შემდეგ gamovidnen პროზაული და პოეტური ნაწარმოებების ავტორებმა, თბილისელმა ახალგაზრდა ქალბატონ შემოქმედებმა, მრავალი კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილე მევიოლინეებმა, სიმღერისა და ცეკვის სოლო შემსრულებლებმა.

თავის გამოსვლაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა შემოქმედი ქალბატონები და მიულოცა ხარების მშვენიერი დღესასწაული, მათ უსურვა ახალი მწვერვალების დაპყრობა - სომხური კულტურის განვითარების მიმართულებით.

გაზაფხულის ლამაზი დღესასწაული დასრულდა საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნკულტურის ცენტრისჯეირანანსაბლის შესრულებული ლამაზი ცეკვით - "ყვავილები", ქალბატონებს კი ლამაზი ყვავილები აჩუქეს.