საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში დაიწყო სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიებები |
საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრი, საქართველოში მოქმედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ემზადება სომეხთა გენოციდის 98-ე წლისთავის სათანადოდ აღსანიშნავად. "ჰაიარტუნ" ცენტრის ინიციატივით, 24 აპრილამდე, ყოველ კვირა დღეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ნაჩვენები იქნება სომეხთა დიდი გენოციდისადმი მიძღვნილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. აღნიშნული სერია დაიწყო 7 აპრილს, რეჟისორ ენდრიუ გოლბერგის „სომეხთა გენოციდი" დოკუმენტური ფილმის ჩვენებით. |