1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა "ისტორიის 36 მცველი" ფილმის პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

893035 359379207512231 825123792 o

10 აპრილს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა რეჟისორ ჰრაჩია ვარდანიანის "ისტორიის 36 მცველი" დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, საელჩოს პირველი მდივანი არტაკ კალაჩიანი, თბილისის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლები.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ასევე ერევნიდან ჩამოსული ფილმის რეჟისორი ჰრაჩია ვარდანიანი, ჯურნალისტი არტაკ ვარდანიანი.

მისასალმებელ გამოსვლაში ჟურნალისტმა არტაკ ვარდანიანმა ისაუბრა ფილმის მეშვეობით სომხური დამწერლობის შექმნის წინაპირობების გაცნობასა და გამოგონების ხაზგასმის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ფილმმა "ისტორიის 36 მცველი" მონაწილეობა მიიღო კანის კინოფესტივალზე და 9500 ფილმიდან აღმოჩნდა დოკუმენტური ფილმების საუკეთესო ხუთეულში, რომ ის 2010 წლის კანის კინოფესტივალის 10 ყველაზე მეტჯერ ნაყურები ფილმთაგანია.

კინორეჟისორმა ჰრაჩია ვარდანიანმა ისაუბრა "ისტორიის 36 მცველი" ფილმის შექმნის გარემოებებზე, რამაც მას უბიძგა დოკუმენტური ფილმის გადაღების იდეისკენ. მან ასევე ისაუბრა "ისტორიის 36 მცველი" ფილმის საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე როგორც სამშობლოში, ასევე დიასპორაში.

ფილმი იძლევა სრულ ინფორმაციას მესროპ მაშტოცის ცხოვრების, სამუშაოებისა და სომხური დამწერლობის შექმნის შესახებ. ის ასევე სომეხი ხალხის დიდი ისტორიის კონცენტრაციაა მოკლემეტრაჟიანი ფილმში.

"ისტორიის 36 მცველი" დოკუმენტური ფილმია, შერწყმული მხატვრული გადაწყვეტებით, რის შედეგადაც ძალზედ საინტერესო საყურებელია. აღსანიშნავია, რომ ხალხმრავალ დარბაზში დიდ უმრავლესობას წარმოადგენდა ახალგაზრდობა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ფილმის მიმართ.