საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საინფორმაციო დაფის პრეზენტაცია |
21 აპრილს, საკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ საქართველოში სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინის eklesiis ეზოში შედგა „ჰაიარტუნ“ ცენტრის sainformacio დაფის პრეზენტაცია. საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძრვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კურთხევისა და მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა რუსეთში მცხოვრები ბორის სააკოვისა და სხვა ქველმოქმედთა შემოწირულობით აშენებული „ჰაიარტუნ“ ცენტრის როლი და მნიშვნელობა თბილისის სომხური სათვისტომოს ცხოვრებაში, რის შემდეგაც ვიზიტით თბილისში მყოფმა ქველმოქმედმა არტურ სააკოვმა საზეიმოდ გახსნა საინფორმაციო დაფა. |