საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი აფართოებს მოღვაწეობის სფეროებს |
საქართველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის ინიციატივით, 14 მაისს შედგა ახალადჩამოყალიბებული ვოკალურ-ინსტრუმე ამ უკანასკნელმა წარადგინა ანსამბლის მოღვაწეობის მიზანი, მიმართულებები, მუსიკალური საკრავების სახეობები და სამომავლო პერსპექტივები. ანსამბლში ჩართულები არიან 13-16 წლის, თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ ყოველ მუსიკალურ საკრავზე დაკვრას ისწავლის ორ-ორი ვაჟი, ამგვარად მომზადდება სარეზერვო კადრებიც. დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას ისწავლიან დანტეს ვარდანიანი, დავით ხარატიანი, გიტარაზე დაკვრის ცოდნას გაიღრმავებენ გარი ამირხანიანი და ალექსანდრე საროიანი, ფორტეპიანოზე - ედუარდ ზალინიანი. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ. დღეს, პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა პირველი მეცადინეობა.
|