1geo

fb you od

სომხეთის პირველ რესუბლიკის და წმინდა ქალწულ გაიანესადმი მიძღვნილი ღონისძიება ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

b-g

28 მაისს, მთელი სომეხი ერი აღნიშნავს სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღეს. ისევე როგორც დედა სამშობლოში, ყველა სომხურ სათვისტომოში ტარდება საზეიმო ცერემონიალები.

ბათუმის "სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სულიერი მოძღვარაის - მღვდელ არარატ გუმბალიანის მიერ საღამოს

ღვთისმსახურების შემდეგ აღევლინა მადლიერების ლოცვა, რომელიც მიეძღვნა სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადებ. ღონისძიებას ესწრებოდა ბათუმში მოქმედი სრ მთავარი საკონსულოს პირველი მდივანი ბატონი არმენ გრიგორიანი. მამა არარატმა ქადაგებაში ხაზი გაუსვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასსა და მნიშვნელობა სომეხი ერისათვის.

მიმდინარე წლს 28 მაისს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა ასევე წმინდა ქალწულ გაიანეს დღესასწაული (აღვნიშნოთ, რომ ერთი დღის წინ აღინიშნა ასევე წმინდა ქალწულ რიფსიმეს დღესასწაული). მამა არარატის მოწოდებით ეკლესიაში წმინდა ღცთისმსახურებას ესწრებოდნენ წმინდა ქალწულის სახელის მატარებელი ქალიშვილები, ქალბატონები. ღვთისმსახურების დროს მამა არარატმა შეასრულა კურთხევის წესი და დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა წმინდანთა მაგალითით თავი მიუძღვნან უფალს და თავმდაბლობით ემსახურონ მას. დასასრულს მამა არარატმა მორწმუნეებს დაურიგა სუვენირები.