1geo

fb you od

ჯავახეთში აღინიშნა სათხას საგმირო ბრძოლის 95-ე წლისთავი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

satkha

პირველ ივნისს ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში საზეიმოდ აღინიშნა სათხას გმირული ბრძოლის 95-ე წლისთავი.
1917 წლის 5 დეკემბერს, თურქეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რუსულმა ჯარმა დაიწყო ფრონტის ხაზიდან - ნინოწმინდიდან გასვლა, სომხები და ქართველები კი თურქეთის ძლიერი არმიის პირისპირ მარტო დარჩნენ. ოსმალთა არმიამ გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო შეტევა, იგი მიზნად ისახავადა მთელი ამიერკავკასიის დაპყრობას.

ზუსტად ეს შეტევა აღკვეთეს სათხას, ახალქალაქის, მთელი რეგიონის სომხებმა, რომელთაც ასევე შეუერთდნენ ქართველები, და სათხაში მტრის რამდენჯერმე დამარცხების შემდეგ, შემოსეული ოსმალები აიძულეს დაეტოვებინათ რეგიონი. 1 ივნისი დამცველთა მიერ გამართული ბრძოლის ბოლო დღე იყო.
ამ დღეს ეძღვნება ღონისძიება, რომელიც დაარსდა საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, იგი დააფუძნა სანოსიანების ოჯახმა - არამ სანოსიანის ხელმძღვანელობით. ტრადიციულად ქცეული სადღესასწაულო დღეს ისევ ხალხმრავლობა იყო სათხას საგმირო ბრძოლის მემორიალთან. შეკრებილი იყო როგორც სათხას, ასევე მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, სტუმრები სომხეთიდან, თბილისიდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში სომხეთის საელჩოს დიპლომატები, ახალქალაქის და ნინოწმინდის გამგებლები, საკრებულოების თავმჯდომარეები, რაიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიება დაიწყო სოფლის სურბ მეწნ ნერსეს ეკლესიაში პანაშვიდის ცერემონიით, რომელიც აღავლინა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მღვდელმონაზონ ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით.
ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს გმირული ბრძოლის მემორიალი, რომლის შემდეგ დაიწყო სადღესასწაულო ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე გევორგ სნხჩიანი.
სიტყვით გამოვიდნენ ისტორიულ მეცნიერაბათა კანდიდატი არტიუშა სანოსიანი, ხელოვნებისა და კულტურის სხვა მოღვაწეები.
ღონისძიების მხატვრული ნაწილი უზრუნველყოფილი იყო ნინოწმინდისა და ახალქალაქის კულტურის განყოფილებათა მიერ - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.
ცერემონიალის დასასრულს კურთხევის სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მან დამსწრეებს მოულოცა დღესასწაული, მაღალი შეფასება მისცა სანოსიანების ოჯახის სამუშაოს და პატივი მიაგო მსხვერპლთა ხსოვნას.
ღონისძიების მსვლელობისას მოწყობილი იყო ცხენოსნობის, ჭადრაკის, ფეხბურთის შეჯიბრებები, სხვა სპორტული თამაშობები.
საზეიმო ღონისძიებების დასასრულს მოხდა ტრადიციული მატაღის კურთხევა და მონაწილეებისთვის დარიგება.

 

IMGP3604 IMGP3654 IMGP3762