1geo

fb you od

საქართველოში სომეხთა ეპარქიაში გადაიხადეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

g

9 ივნისს საქართველოში სომეხთა ეპარქიis ყველა ეკესიაში გადაიხადეს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში საკვირაო წმინდა ღვთისმსახურების შემდეგ ავღანეთში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული შვიდი ქართველი სამხედროს სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი გადაიხადეს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის საგამომცემლო განყოფილების დირექტორმა,სამონასტრო საბჭოს თავმჯდომარემ არქიეპისკოპოსმა ნათან ჰოვანისიანმა.

საქართველოს სომეხმა მორწმუნეებმა გულთან ახლოს მიიტანეს და იზიარებენ ქართველი საზოგადოების მწუხარებას. დაღუპულთა ახლობლებს და ქართველ საზოგადოებას მიუსამძიმრეს საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და არქიეპისკოპოსმა ნათან ჰოვანისიანმა, მათ აღნიშნეს, რომ დანაკარგი უდიდესია, ვინაიდან  ახალგაზრდებმა ტერორიზმთან ბრძოლაში სიცოცხლე შესწირეს მშვიდობისათვის ბრძოლას. ის ფაქტი, რომ დაღუპულთა შორის არის ასევე ეროვნებით სომეხი გიორგი ადამოვი, იმის მოწმობაა, რომ მშვიდობისათვის ბრძოლაში,   ბოროტისთვის წინააღმდეგობის გაწევაში   მრავალეროვანი საზოგადოება ერთსულოვანია.

პანაშვიდს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ვან ბაიბურთიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ლევონ თორგომიანი და სხვა თანამდებობის პირები.