1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ჯვართამაღლება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

khachverac 6 

საქართველოს სომეხა ეპარქიაში სათანადოდ აღინიშნ სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელი - ჯვართამაღლება ანუ ჯვრის აღმაღლების დღესასწაული.

15 სექტემბერს ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საზეიმო დღე დაიწყო წირვით. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წირვის დასასრულს წინამძღვარმა იქადაგა დღის საიდუმლოს შესახებ, წირვაზე დამსწრე მორწმუნეებს განუმარტა ტყვეობიდან უფლის ჯვრის დაბრუნების და გოლგოთაზე მისი აღმართვის შესახებ, აქედანაც დღესასწაულს ეწოდება ჯვართამაღლება, სომხურად ასევე „სურბ ხაჩ“ (წმიდა ჯვარი).

იმავე დღეს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ჩატარდა წმიდა ჯვრის ამაღლების განდიდების ცერემონია. წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა ჯვრის მსვლელობა, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდლების - სამველ თოროსიანისა და მანუკ ზეინალიანის წინმაძღოლობით, საგალობლების შესრულებით ჯვარი ოთხჯერ შემოატარეს ეკლესიას და ხალხი აკურთხეს ვარდის წყლით, შემდეგ აკურთხეს რეჰანი, რომელიც მიიჩნევა ჯვრის ყვავილად. ნაკურთხი რეჰანი დაურიგდა მორწმუნეებს.

ჯვართამაღლების დღესასწაული წმიდა წირვით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში.

khachverac 5 khachverac 3 IMGP0383 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)