თბილისში დიდი პომპეზობით აღინიშნა სრ დამოუკიდებლობის 22 წლისთავი და "ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის იუბილე |
21 სექტემბერს თბილისის "Arthall" საკონცერტო დარბაზში დიდი პომპეზობით აღინიშნა სრ დამოუკიდებლობის 22 წლისთავი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის იუბილე. საიუბილეო ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო- დედა სამშობლოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა იუბილარმა ანსამბლმა „ჯეირანმა“ (ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი სვეტლანა ერიციანი), ცეკვით "ცისფერი სიზმარი“. ანსამბლმა სიმბოლურად დამოუკიდებლობა წარმოადგინა, როგორც სომეხი ხალხის საუკუნოვანი ოცნების ახდენა. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, მან გააჟღერა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მაღალი შეფასება და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მადლობა ცეტრის სამეურვეო საბჭოს წევრების, ქველმოქმედების სამველ აღეკიანისა და აშოტ ბალოიანისადმი, ღონისძიების მხატვრული ნაწილის მხარდაჭერისა და აშოტ ბალოაინის სპონსორობით ანსამბლის ქართული ცეკვის ფორმით უზრუნველყოფისათვ ერთმანეთის მიყოლებით ანსამბლმა „ჯეირან“ და ახალადშექმნილმა ბავშვთა ანსამბლმა „მუშ“ წარმოადგინეს კომპიზიციები, ეროვნული და ქართული ცეკვები. მათი საშემსრულებლო მაღალი ხელოვნება თბილად მიიღო აუდიტორიამ და ისინი დააჯილდოვა თბილი ოვაციებით. კონცერტს ამშვენებდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინდივიდუალური შემსრულებლები: ანა პოღოსოვა, ანი ღუშჩიანი, დიანა მოვსისიანი, ემა პოღოსოვა, ნადია ზახარიანი, ჰენრიხ პეტროსიანი, ჰოვანეს შაჰნაზარიანი, სტელლა მკრტიცჰიანი და ვანო მკრტიჩიანი. სვეტლანა ერიციანისადმი მიძღვნილი, ანაჰიტ ბოსტანჯიანის დაწერილი ლექსი წაიკითხა თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზა თოროსიანმა. ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოება დალოცა და სრ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა ისაუბრა ნიჭიერ მოცეკვავის, ქორეოგრაფ სვეტლანა ერიციანის განვლილ შემოქმედებით გზაზე, ეპარქიის ლიდერმა საქართველოს "ღირსების" ორდენოსანისა და სრ კომიტასის მედალოსანის სვეტლანა ერიციანის მოღვაწეობას უწოდა მისია - ცეკვის მეშვეობით სომეხი ხალხის საუკუნოვანი ისტორიის მსოფლიოსათვის წარდგენისა და სომეხი ახალგაზრდების ესტეტიკური აღზრდის მიმართულებით და ანსამბლს აჩუქა თბილისელი სომეხი მხატვრის თენგიზ მიკოიანცის ტილო. წმიდა მამამ მაღალი შეფასება მისცა ღონისძიების ორგანიზატორების, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის, სამხატვრო ხელმძღვანელის პაველ ოგანეზოვის, ტექნიკური მომსახურების პასუხისმგებლის ვალერი ბადალიანის გაწეულ სამუშაოს, და უწოდა სამსახური სომხური თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვი სადღესასწაულო კონცერტის ბოლო აკორდი ყველა მონაწილეს მიერ ალბერტ აზარიანის „უზრუნველი სომხეთისკენ“ სიმღერის გუნდური შესრულება გახდა. ღონისძიება დასრულდა საზეიმო ტორტითა და ფეიერვერკით.
|