1geo

fb you od

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

burjanadze 

2013 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატ, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარესთან - ნინო ბურჯანაძესთან.

შეხვედრა შედგა ერთის მხრივ საქართველოს პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, ხოლო მეორეს მხრივ საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეებს შორის დიალოგის პლატფორმის ფარგლებში. დიალოგის პლატფორმის მიზანია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესებისა და მათი ინტერპრეტაციის შესახებ საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეების ინფორმირებულობის დონის გაზრდის ხელშეწყობა.

ქალბატონმა ნინომ მოახდინა საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, რომლის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სომხურ სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, პოლიტიკოსები, ისინი, პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამით და ეროვნულ უმცირესობათა მიმართ მათი მიდგომებით დაინტერესებული პირები.

შეხვედრა-დისკუსია გახსნა ღონისძიების წამყვანმა, სომეხთა ეპარქიის იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათშორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევონ ისახანიანმა, რომელმაც სთხოვა ნინო ბურჯანაძეს, წარმოედგინა საქართველოს ეროვნული, რელიგიური და ენობრივი უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების ანალიზი.

პრეზიდენტობის კანდიდატმა წარმოადგინა ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური ვითარება, არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. მან ასევე ისაუბრა თავისი საპრეზიდენტო პროგრამის, მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკის, ქვეყნის მოსახლეობის სოციალური პრობლემების, ჯანდაცვის რეფორმის, ეთნიკური უმცირესობების მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ.

“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მრავალეთნიკური მოსახლეობის ინტეგრაციის აუცილებლობას სამოქალაქო საზოგადოებაში, პრობლემად დაასახელა სახელმწიფო ენის ფლობის საკითხი, თუმცა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის მიმდინარეობა ქვეყნის სახელმწიფო ენაზე პრობლემის გადალახვის მტკიცებულებაა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სომხეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ ურთიერთობებს ექნებათ კიდევ უფრო დათბობის, რეგიონალური ფართომაშტაბიანი პროექტების განხორციელების ტენდენცია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეროვნული უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს ყურადღება უნდა იქცეს კონფლიქტური რეგიონების მცხოვრებთათვის სამაგალითო ქცევის მაჩვენებლად, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გადაწყვეტას.

დამსწრეებმა წამოჭრეს საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეების სახელმწიფო სამსახურში არაადეკვატური წამომადგენლობის, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციების მიერ საქართველოს სომხური წარმომავლობის მოქალაქეების დისკრიმინაციის, საქართველოს მიერ უმცირესობათა და რეგიონალური ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირებისა, და სხვა საკითხები.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ყველა კითხვაზე გულწრფელი და ამომწურავი პასუხი გასცა.

თბილისის სომხური სათვისტომო ელის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატთა სათვისტომოს წევრებთან შეხვედრის მზაობას.

 

IMGP3122 IMGP3182 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)