“ვოსკე წირანი” ( "ოქროს გარგარი") სტუმრობდა ჯავახეთში |
“ვოსკე წირან”ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე მეექვსედ სტუმრობს ჯავახეთში. „ვოსკე წირანი ბორბლებზე“ პროგრამის ფარგლებში 8-9-10 ნოემბერს ახალქალაქში შედგა რჩეული ფილმების, ასევე ბოლო წლებში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის გადაღებული საუკეთესო ფილმების ჩვენება. 9 ნოემბერს “ვოსკე წირან” კინოდარბაზში გაიმართა ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია. ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა სამადლობელო სიტყვაში მაღალი შეფასება მისცა “ვოსკე წირან” კინოფესტივალის პერსონალის მოღვაწეობას, ხაზი გაუსვა იმას, რომ უკვე მეექვსედ კინოს საუკეთესო ფესტივალი ტარდება ჯავახეთშიც. შემდეგ მღვდელ ტათევ მარუქიანის მონაწილეობით ვიკარიუსმა ჩაატარა კურთხევის წესი. ფესტივალის თავმჯდომარემ ჰარუთიუნ ხაჩატრიანმა მისასალმებელ სიტყვაში მაღალი შეფასება მისცა კინოს როლსა და მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში. "ოქროს გარგალი ჯავახეთში " კინოფესტივალი ტარდება „ფიუნიკ“ ადამიანური რესურსების განვითარების ფონდთან, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. 8 ნოემბერს: ფილმი „ფარაჯანოვი“, 9 ნოემბერს: ფილმები - „შეწყვეტილი ბავშვობა“, „ ჯავახეთი , მარადიული სამშობლო“, „გაიღიმეთ“, „დაუსრულებელი გაქცევა, მარადიული დაბრუნება“, 10 ნოემბერს: მულტპროგრამა - „სომხური ანიმაცია -75“ და ფილმი „მარილივით თეთრი“, - ასეთია კინოჩვენებათა გრაფიკი. „ვოსკე წირან“ კინოფესტივალი დაიხურება ფილმით „ თუ ყველა ....“ ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის პრესსამსახური
|