15 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, რომელიც ორგანიზებული იყო სომხეთის შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა „ფიუნიკ“ კავშირისა და საქართველოს „ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ კავშირის მიერ, პროექტის „ჩვენ ვართ განსხვავებულნი, თუმცა გვაქვს შესაძლებლობები“ ფარგლებში.
"სომხეთის შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირს „ფიუნიკს“ გამოფენა-გაყიდვაზე წარადგენდა პროგრამების მენეჯერი რუზანა სარგსიანი. აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაცია აერთიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონე პირებს. ორგანიზაციასთან მოქმედებს სასწავლებელი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასწავლიან სხვადასხვა ხელობას. ორგანიზაცია ხშირად იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, თვითონაც ორგანიზებას უწევს სასწავლებლის აღსაზრდელთა ხელნაკეთობათა გამოფენა-გაყიდვებს. ეს გამოფენა-გაყიდვა მათი პირველი გასვლითი ღონისძიება იყო, თუ არ ჩავთვლით მათ მონაწილეობას მოსკოვში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ფესტივალში. სომხეთიდან ჩამოსულ სტუმრებს ჩამოტანილი ჰქონდათ ფერწერული ნამუშევრები, ნაქარგის ნიმუშები, ხის ნაკეთობები და ხალიჩები.
მთავარი მენეჯერის ნანა ლომაძის ხელმძღვანელობით ნამუშევრები ჰქონდა წარმოდგენილი საქართველოს „„ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ კავშირს, რომელიც ემსახურება გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირებს და მათ რთავს სამუშაო თერაპიაში. მათ წარმოადგინეს სურნელოვანი სანთლები, სამზარეულოს ნივთები, სათამაშოები, მისალოცი ბარათები, უბის წიგნაკები.
გამოფენა-გაყიდვის სტუმრებს შორის იყვნენ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ ორგანიზაციის კონსულტანტი რუტა კასაბლანკა, „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ მოძრაობის თავმჯდომარე გურამ ჩხეიძე საქართველოში „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის კოორდინატორის მოადგილე კარენ ერიციანი და სხვები.
საქართველოში „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის სახელით გამოფენა-გაყიდვის მონაწილეებს გადეცათ საჩუქრები.
|