მეორადი ნივთებით დამზადებული ნაძვის ხეების გამოფენა-კონკურსი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში |
21 დეკემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა მორიგი ღონისძიება, რომელიც, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ინიცირებული იყო საქართველოს „შუშანიკ“ ქალთა კავშირის (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი) და ცენტრის ესთეტიკური აღზრდის ჯგუფის (პედაგოგი: თამარ სულხანიშვილი) მიერ. ლამაზად მორთული დარბაზი დამსწრეებს ჰპირდებოდა საინტერესო სიურპრიზებს. კედლებზე გაკრული იყო ცენტრის ესთეტიკური აღზრდის ჯგუფის აღსაზრდელთა ფანტაზიით შექმნილი ნახატები, დარბაზის ცენტრში კი მოთავსებული იყო კონკურს-ფესტივალ ჯერ კიდევ ორი თვის წინ "ჰაიარტუნ" ცენტრი გამოვიდა ბუნებისდაცვითი ინიციატივით - მეორადი ნივთებისაგან დამზადებული საახალწლო გამოფენა-კონკურს გამოფენა-კონკურსში მონაწილეობდნენ 86-ე, 103-ე, 104-ე, 110-ე, 131-ე სკოლების მოსწავლეები, ესთეტიკური სტუდიისა და ცენტრის ესთეტიკური აღზრდის წრის მოწაფეები. თავიანთი ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი ასევე ინდივიდუალურ მონაწილეებს. წარმოდგენილიქნა ქაღალდის ხელსახოცებით, პლასტმასის კოვზებითა და ჩანგლებით, პლასტმასის ბოთლებით, სხვადასხვა ფერისა და ზომის ღილებით, კანფეტებით, პენოპლასტითა და სხვა მასალით დამზადებული უჩვეულო ნაძვის ხეები, სულ 34 ნამუშევარი. ლამაზად დაწყობილი უჩვეულო ნაძვის ხეები დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, მხატვრებმა მერუჟან შაუმიანმა, მარინა ხაჩატუროვამ, მეთოჯინე ჟანა დავთიანმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სტუმრებმა, რომლებიც აღაფრთოვანა და გააკვირვა ავტორთა უსაზღვრო ფანტაზიამ. ჟიურის კი, რომლის შემადგენლობაში იყვნენ დირიჟორი მარია აბულიანი, ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებელი ევგენია მარკოსიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, უნდა დაედგინა გამარჯვებულები და გაენაწილებინა საპრიზო ადგილები. გამარჯვებულად ცნეს 103-ე სკოლის მოსწავლე დავით მისაკიანის (Ш- ადგილი), 104-ე სკოლის მოსწავლე დიანა მინასიანის (П ადგილი) და სკოლა ინტელექტის მოსწავლე ნიკა ბეჟანოვის (1 ადგილი) ნამუშევრები. უჩვეულო ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინეს „ნერსეს შნორჰალი“ ბავშვთა გუნდისა და ლათინური ცეკვების ნიჭიერი შემსრულებლის ნანა ურიგაევის გამოსვლებმა. საინტერესო ინიციატივასა და მშვენიერ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. ყველა პრიზიორი და მონაწილე დაჯილდოვდა საჩუქრებითა და სიგელებით.
|