ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობა 104-ე საშუალო სკოლის მოწაფეების წარმოდგენით |
104-ე საჯარო სკოლის (დირექტორი: ირინა ჟამკოჩიანი) პირველიდან მეხუთე კლასის მოწაფეებმა ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიუძღვნეს მშვენიერი წარმოდგენა, რომელიც ორგანიზებული იყო ბიბლიოთეკარ ჰასმიკ ანტონიანის ინიციატივით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელი მანუკ ზეინალიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი. შესამჩნევი იყო ინიციატორის - ჰასმიკ ანტონიანის გაწეული დიდი შრომა, ვინაიდან ბავშვებისათვის გასაგები და ახლო იყო ყოველი სიტყვა და ყოველი ეპიზოდის შინაარსი. ბავშვებმა ბრწყინვალე თამაშს დაამატეს მათი გულის სიყვარული და სითბო, ამით მაყურებელს, სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და სტუმრებს გადასცეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დაბადების სიხარული. შთამბეჭდავი თამაშის ხილვის შემდეგ, მღვდელ მანუკ ზეინალიანის წინადადებით, გადაწყდა წარმოდგენის დადგმა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, წმიდა წირვის შემდეგ. და 29 დეკემბერს, საკვირაო წირვის შემდეგ სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთხელაც წარმოადგინეს ქრისტეს შობა და დაიმსახურეს დამსწრეთა წახალისება და მაღალი შეფასება. ღონისძიების დამსწრეებს - 104-ე საჯარო სკოლის დირექტორს ირინა ჟამკოჩიანს, მშობლებსა და სხვა მორწმუნეებს დამდეგი ახალი წელი და შობა მიულოცეს მღვდელმა სამველ თოროსიანმა და მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა.
|