1geo

fb you od

საქართველოს ქალთა საბჭოს წევრები ეწვივნენ „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

dav

18 იანვარს საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ქალთა საბჭოს წევრებთან. შეხვედრა მიეძღვნა აღნიშნული ორგანიზაციის 65 წლის იუბილეს. საიუბილეო წლის ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი მზექალა შანიძე, თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან გაბრუაშვილი, აფხაზეთის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე როზა კუხალაშვილი, საბჭოს სხვა წევრები, სევე საქართველოს რუსული სათვისტომოდან ალა ბეჟენცევა, უკრაინული სათვისტომოდან ვალენტინა მარჯანიშვილი, ქურთული სათვისტომოდან ლილი საფაროვა. კულტურის სახლში სტუმრებს დახვდნენ კულტურის სახლის დირექტორი, ქალიშვილთან ერთად, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრები.

შეხვედრა თბილი, მეგობრული ხასიათისა იყო. ქალთა საბჭოს წევრებს მიესალმა და იუბილე მიულოცა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა.

 საქართველოს ქალთა საბჭოს თავმჯდომარემ - მზექალა შანიძემ, მაღალი შეფასება მისცა სომეხ და ქართველ ქალთა ორგანიზაციების თანამშრომლობას, ხაზი გაუსვა საქველმოქმედო აქციებში ერთობლივ მონაწილეობას, მეგობრობის საღამოებისა და გამოფენების მოწყობას და სხვა. საპატიო თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა სომეხ და ქართველ ქალთა შეხვედრის განსაკუთრებით ამ სახლში აღნიშვნის გარემოებას. მან პატივი მიაგო ამ კუთხის შემქმნელი გარი დავთიან-ოსტატის ხსოვნას, ვისი მდიდარი წარმოსახვით, მარჯვე ხელებითა და სულის სითბოთი ავლაბრის ამ მყუდრო კუთხეში გამოცოცხლებულია ძველი თბილისის კოლორიტი და ხაზი გაუსვა 90-იანი წლების ძნელბედობის დღეებში თბილისის ხვალინდელი დღისადმი ასე ოპტიმისტურად განწყობის მის რწმენას.

თოჯინების კულტურის სახლის თითოეული თოჯინის სახე წარმოადგინა ქ-მა ჟანა დავთიანმა. ქალბატონი ჟანას დახმარებით დამსწრეებმა იხილეს ნაწყვეტები თოჯინების ზღაპრული „შესრულებებიდან“.

შეხვედრამ ჩაიარა მხიარულ და თბილი ატმოსფეროში.

 

kltc kyd olykfu 

tkd aw 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)