1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში „ბუნ ბარეკენდანი“ (ყველიერი დიდ მარხვამდე) აღინიშნა ჰარისის ფესტივალით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

harisa

2 მარტს „ბუნ ბარეკენდანი“ საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ღვთისმსახურებით თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, წირვა აღავლინა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა. საზეიმო დღეს მიეძღვნა ფესტივალი „ჰარისა-2014“. ტრადიციულ ფესტივალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მხარდაჭერით, ატარებენ საქართველოს სომ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი და „ჰაიარტუნ“ ცენტრი. ტრადიციული ფესტივალი ყოველწლიურად ფართოვდება და სახალხო დღესასწაულად იქცევა. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში სპეციალურად იყვნენ ჩამოსული არცახის ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროსა და ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის წარმომადგენლები.

დღესასწაულს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში სოფიო შამანიდი და საზოგადოების უამრავი წარმომადგენელი.

ღონისძიება გახსნ საქართველოს ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ღონისძიების მიზანს - დღის საიდუმლოსთან ჰარმონიაში, ეროვნული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და კერძების შენარჩუნება და თაობებისათვის გადაცემა.

საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ოვანეს მანუკიანმა დამსწრეებს მიულოცა „ბუნ ბარეკენდანის“ დღესასწაული, აცნობა კიდევ ერთი დღესასწაულის - დიპლომატის დღის შესახებ, რომელიც აღინიშნება 2 მარტს. ელჩმა მანუკიანმა დედა სამშობლოს ჯილდოები გადასცა თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი, „მშობლიური ენის მცველი“ მედლით - საკვირაო სკოლის მასწავლებელი თამარა გაბოიანი, და სრ განათლების სამინისტროსა და დიასპორის სამინისტროს სიგელები - საქართველოს სომეხ ინტელიცენტთა კავშირის თავმჯდომარეს ენოქ თადევოსიანსა და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარეს სუსანა ხაჩატრიანს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა დღის საიდუმლოზე - წმიდა აღდგომის 48 დღიან მარხვის პერიოდსა და მარხვის დაწყების წინა დღეს „ბუნ ბარეკენდანის“ დღესასწაულზე, დამსწრეებს უსურვა ჰარისით გამაგრებულებმა და რწმენის ძალით გაძლიერებულებმა გაატარონ მარხვის დღეები და განწმენდილი სულითა და მხიარული გულით შეხვდნენ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს. წმიდა მამამ აკურთხა დარბაზის სიგრძით გაწყობილ მაგიდებზე დალაგებული, სომეხი ქალბატონების ხელით მომზადებული ჰარისით სავსე ქვაბები.

შემდეგ არცახიდან ჩამოსულმა მარიამ ფილავიანმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აღინიშნება ყველიერი არცახში, თავისი  წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციები.

ჰაიარტუნ“ ცენტრში აჟღერდა სიმღერა და მუსიკა, გამოცდილი და დამწყები სოლისტებისა და ანსამბლების შესრულებით. დაიწყო ჰარისით გამასპინძლება და დეგუსტაცია. დღესასწაული გაგრძელდა გვიანობამდე.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)