1geo

fb you od

მხატვრის, კერამიკოსის და მოზაიკოსის პროფესიონალიზმი გარეგინ მირზოევის ნამუშევრებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

mirzoev

პირველ აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა თბილისელი ცნობილი სომეხი მხატვრიარეგინ მირზოევის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით, ორგანიზებული იყო საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირიმიერ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნიჭიერი მხატვრის ფერწერული, კერამიკული და მოზაიკური ნამუშევრები. გამოფენა გახსნსაქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრ გარეგინ მირზოევს მიულოცა თბილისში მეორე პერსონალური გამოფენის მოწყობა.

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, წარმოადგინა გარეგინ მირზოევის განვლილი შემოქმედებითი გზა, მის ფერწერას, კერამიკას, მოზაიკას ერთნაირად მაღალღირებული უწოდა, მაგრამ ხაზი გაუსვა იმას, რომ ავტორის უსაზღვრო მოკრძალებულების გამო მისი ნამუშევრები ყოველთვის არ იყო წარდგენილი საზოგადოებისათვი.

საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ რომან სუხიშვილმა, ისაუბრა რა მირზოევ-ხელოვანების ოჯახზე, ხაზი გაუსვა გრაფიკოს გრიგორის შემოქმედებას, რომლის აღზრდილია დღეს უკვე გაჭაღარავებული გარეგინ ხელოვანი. გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს ფერების, ზომისა და ფორმის ჰარმონიით შექმნილ მის პეიზაჟებს, ნატურმორტებს, კერამიკულ და მოზაიკურ ნამუშევრებს.

ღონისძიების ბოლოს, მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა გარეგინ მირზოევს გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და საუკეთესო სურვილები, შემოქმედებითი სამყაროს საზოგადოების წინაშე წარდგენისათვის.

ღვაწლმოსილმა და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა შემოქმედმა ხაზი გაუსვა ფერწერის თბილისური სკოლის გავლენა თავის ხელოვნებაზე. მან მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრსა და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირს, მისი მოღვაწეობის ასეთი მაღალი შეფასებისათვის.

 გამოფენა გაგრძელდება 10 აპრილამდე.

IMGP3481 IMGP3486 IMGP3492 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)