ქესაბელი სომხების მხარდასაჭერი აქცია თბილისში |
6 აპრილს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში გადაიხადეს სირიის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. სამგლოვიარო ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“, „თბილისელ სომეხთა ასამბლეის“ ინიციატივით, ეთნიკური სომხებით შემდგარმა ჯგუფმა, სულიერი მამის მღვდელ მანუკ ზეინალიანის თანხლებით, ეკლესიიდან გადაინაცვლა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის შენობასთან. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის დროშებითა და პლაკატებით ხელში, მოითხოვეს სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შეწყვეტა და თურქეთის პასუხისმგებლობაშ შემდეგ მანიფესტანტებმა გააგრძელეს საპროტესტო აქცია, ქალაქის ცენტრალური ჭავჭავაძის გამზირით გაემართნენ თურქეთის საელჩოსკენ. მათ ხელთ ჰქონდათ „დავიცვათ ქესაბი“, „შეწყვიტეთ დანაშაულებრივი ქმედებები ქესაბის წინააღმდეგ“ პლაკატები სხვადასხვა ენებზე, ასევე საზოგადოების მიერ გაჟღერდა მოთხოვნა - "თურქეთო, უარი თქვი სომხების გენოციდალურ პოლიტიკაზე!“. საერთო ჯამში, აქციას ესწრებოდა 250 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ 21 მარტს, გამთენიისას , სირიული ოპოზიციის ტერორისტული დაჯგუფების რაზმებმა თურქეთის ტერიტორიიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელეს სომხებით დასახლებულ ქესაბზე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრეს-სამსახური წარმოგიდგენთ გაეროსადმი მიმართულ, საქართველოს სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ განცხადებას გაერო-ს გენერალურ მდივანს ბატონ პან გი მუნს ბატონო პან გი მუნ, უკვე მეოთხე წელია, რაც სირიის არაბულ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რომელსაც სხვადასხვა მონაცემების თანახმად არანაკლებ 100 000 ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა. ე.წ. სირიის კრიზისის დაწყების თანავე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდა ქვეყნის მოქალაქეებისა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იბრძვიან, რომლებიც რადიკალურობის სხვა და სხვა დონის ისლამისტურ შეიარაღებულ ორგანიზაციებში არიან გაწევრიანებულები 2014წ. 21 მარტს სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სირიის ქალაქ ქესაბზე და მის გარშემო მდებარე რაიონებზე იყო განხორციელებული თავდასხმა. მშვიდობიან ქალაქზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ქალაქის მოსახლეობა - 2000 მეტი მშვიდობიანი ქრისტიანი მოსახლე, უმრავლესობა სომეხი ეროვნების სირიის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან, იძულებული იყვნენ საკუთარი სახლები და წლების განმავლობაში დაგროვებული სხვა ქონება მიეტოვებინათ და სირიის სხვა დასახლებულ პუნქტებში გაქცევით გადაერჩინათ თავი. შეიარაღებული ისლამისტი მებრძოლების მიერ მშვიდობიანი ქალაქ ქესაბის დაკავების შემდეგ მათ მრავალი ვანდალური ქმედება ჩაიდინეს - დაანგრიეს და გაძარცვეს ქრისტიანული საკულტო შენობა-ნაგებობებ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შეგახსენოთ, რომ ქალაქ ქესაბის სომეხი ეროვნების მოსახლეობის მიმართ დევნა და ჟლეტა თურქეთის ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ 1909წ. დარბევების დროს იყო დაფიქსირებული, ხოლო თურქეთის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ 1915-23წწ. სომეხთა გენოციდს სომეხი მოსახლეობით დასახლებული ქალაქ ქესაბის 5000-ზე მეტი მოსახლის სიცოცხლე შეეწირა. აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2014წ. 21 მარტს ქალაქ ქესაბზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელებული იყო თურქეთ-სირიის სახელმწიფო საზღვრის მხრიდან. ის ფაქტი, რომ თურქეთმა დაუშვა შეიარაღებული ტერორისტების სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და ასევე მათ შორის ისლამისტური დაჯგუფებების მიერ გავრცელებული მრავალი სხვა მასალა მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთის რესპუბლიკა მშვიდობიან ქალაქზე თავდამსხმელ ისლამისტ მებრძოლებს ყველანაირ დახმარებას უწევდა. მედიაში გავრცელებული თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების კონფედინციალური საუბრების ჩანაწერები, ისევე როგორც თურქეთის პრემიერ მინისტრის განცხადებები და მრავალი სხვა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ გარდა ტექნიკური დახმარებისა თურქეთმა ტერორისტებს ასევე პოლიტიკური მხარდაჭერაც გამოუჩინა. ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი საქართველოს სომხური საზოგადო ორგანიზაციები, მოგიწოდებთ:
საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი ცენტრი „ჰაიარტუნ“ საქართველოს სომეხთა სათვისტომო სამცხე –ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო თბილისელ სომეხთა ასამბლეა თბილისელი სომხების კავშირი პან–სომხური ფორუმის მონაწილეთა საერთაშორისო ასოციაცია ინტერნეტ გამომცემლობა „Armenia ArtHall
|