რუბენ თოროსიანი - ხსოვნის საღამო |
25 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ინიციატივით მოეწყო ჟურნალისტის, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორის ყოფილი მოადგილის, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარის, ცხონებული რუბენ თოროსიანის ხსოვნის საღამო. დარბაზში შეკრებილნი იყვნენ რუბენ თოროსიანის კოლეგები, ისინი, ვინც იცნობდა მას, მისი მოღვაწეობისა და ღვაწლის დამფასებლები, მისი ოჯახის წევრები. დანაკარგისა და მწუხარების სული ტრიალებდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში. ისმოდა სამგლოვიარო მელოდია, დანთებული სანთლებიც კი მწარე ცრემლს ღვრიდნენ, ეკრანიდან კი რუბენ თოროსიანის პორტრეტი გადმოჰყურებდა დამსწრეებს. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. მან ისაუბრა იმ თავდადებული მოღვაწეობის შესახებ, რომელსაც ეწეოდა რუბენი ცხოვრების ბოლო წლებში, როცა არჩეულიქნა საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარედ. მისი ინიციატივით დაიწყო „თბილისელი სომეხი ინტელიგენციის დავიწყებული სახელები“ რუბრიკით ღონისძიებათა ციკლის ჩატარება, მისი ინიციატივით უნდა გამოექვეყნებინა ეპარქიას თავისი გაზეთი და ასე შემდეგ. ყველამ, ვინც მოისურვა გამოსვლა - საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა, პროფესორმა ემმა ახტიანმა, ჟურნალისტებმა ჯულიეტა ბადალიანმა, სუსანა ხაჩატრიანმა, ბელა არუტიუნოვმა, პოეტმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, ქედი მოიხარეს უდროოდ გარდაცვლილი რუბენ თოროსიანის ხსოვნის წინაშე, ისაუბრეს მის განვლილ ცხოვრების გზაზე, ისაუბრეს რუბენზე, როგორც ჟურნალისტზე, მომთხოვნ და საქმის კარგ მცოდნე ხელმძღვანელზე, კარგ მეგობარზე,ოჯახის ბოლოს რუბენ თოროსიანის ვაჟმა - გარიკ თოროსიანმა, მადლიერება გამოუხატა დამსწრეებს მამის მოღვაწეობის დაფასებისა და მისი პატივისცემის ნიშნად ღონისძიების ჩატარებისათვის.
|