1geo

fb you od

თბილისში გაიმართება კონცერტი მიძღვნილი დიდ სამამულო ომში გამარჯვებისა და შუშის განთავისუფლებისადმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

den-pabedi-i-shushi

2014 წლის 9 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნ“ აწყობს კონცერტს, რომელიც ეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვებასა და ქალაქ შუშის განთავისუფლებას. აღსანიშნავია, რომ დიდ სამამულო ომში დაიღუპა ასიათასობით ქართველი, სომხი, აზერბაიჯანელი და სხვა ეროვნების წარმომადგენი. ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ წინაპართა ხსოვნას.

ასეთი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ტარდებოდა 8 წლის განმავლობაში. „ჰაიარტუნ“ ცენტრსა და Art Hall დარბაზის ადმინისტრაციის შეთანხმების თანახმად, კონცერტი უნდა ჩატარებულიყო აღნიშნულ დარბაზში, მაგრამ ღონისძიების ჩატარებამდე რამდენიმე საათით ადრე, დარბაზის ადმინისტრაციის თქმით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ზეწოლის გამო, ისინი იძულებულები გახდნენ უარი განეცხადათ დარბაზის გამოყოფაზე.

ჯერ კიდევ გუშინ, საქართველოს აზერბაიჯანული სათვისტომო, მათ შორის საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი წევრები, ითხოვდნენ კონცერტიგაუქმებას, იმუქრებოდნენ შედეგებით. ამდენად, მათი მხრიდან იყო მცდელობა საქართველოს სომხური სათვისტომოს კულტურული უფლებების დარღვევისა.

ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ აზერბაიჯანი იჩენს მათი ინტერესების კარნახის კონტურებს, ცდილობს დაარღვიოს მეზობელი დემოკრატიული სახელმწიფოს - საქართველოს, მოქალაქეთა უფლებები. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ადექვატური შეფასება მისცეს აზერბაიჯანის ოფიციალურ პირთა მცდელობებს ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში, რათა გარანტირებული იყოს საქართველოს მოქალაქეების უფლებების სრულ სპექტრ განხორციელება, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა. ასევე აღკვეთოს აზერბაიჯანის და მასთან ასოცირებულ პირთა მცდელობა საქართველოს მოქალაქეთა შორის ეროვნებათშორისი განხეთქილების გაღვივებისა.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ, მიუხედავად აზერბაიჯანის წარმომადგენელთა და საქართველოში მათი ინტერესების დამცველთა მცდელობებისა, კონცერტი, რომელიც ეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვებასა და ქალაქ შუშის განთავისუფლებას, გაიმართება თბილისში 2014 წლ 9 მაისს.

ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს აღნიშნული ღონისძიების მონაწილეთა და აუდიტორიის უსაფრთხოება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)