1geo

fb you od

ომბუდსმენი ინფორმირებულია საქართველოს სომხური სათვისტომოს უფლებების დარღვევის შესახებ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

onn

2014 წლის 28 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში წარუდგინა.

სახალხო დამცველმა 2013 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა ვრცელი, საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები.

შეხვედრაზე სომეხთა ეპარქიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა - ლევონ ისახანიანმა გაამახვილა ყურადღება, რელიგიური უმცირესობებისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის სფეროში არსებულ დისკრიმინაციაზე და აღნიშნა, რომ სომხური, კათოლიკური და სხვა უმცირესობათა კუთვნილი უამრავი ტაძარი მითვისებულია და გამოიყენება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ტერიტორიაზე სომხური ტაძრების განადგურების, მათ შორის, თბილისის ცენტრში მუღნეცოც სურბ გევორგ მე-14 საუკუნის ტაძრის ჩამონგრევისა და სურბ ნშან მე-18 საუკუნის ტაძრის ნაწილის ჩამონგრევის პრობლემაზე.

აგრეთვე აღინიშნა საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა, როგორც პოტენციური არასტაბილურობის წყაროს განხილვის პრობლემა.

ბოლოს, ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შემთხვევაზე, რის შედეგად დაირღვა საქართველოს სომხური სათვისტომოს კულტურული უფლებები. მწუხარება გამოითქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაგმო მესამე ქვეყნის მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შემთხვევა.

პასუხად საქართველოს ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ხსენებული პრობლემების ნაწილი ასახულია მის ანგარიშში, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით მან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება სახალხო დამცველს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)