1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი აჭარაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Batumi

7-9 ივნისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი წინამძღვრული ვიზიტით ბათუმში ბრძანდებოდა.

მისი უსამღვდელოესობა 7 ივნისს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში დაესწრო ადგილობრივ "სურბ მესროპ მაშტოც" და ქობულეთის "ვრამშაპუჰ“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების მოწაფეების კლასიდან კლასში გადასასვლელ და გამოსაშვებ გამოცდებს, აკურთხა მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები. მან შეაფასა ადგილობრივი განათლების განყოფილების პერსონალისა და ბათუმსა და ქობულეთში მოქმედი ერთდღიანი სკოლების მუშაობა და განაცხადა, რომ სასურველია მომავალ წელს გაფართოვდეს ქობულეთის საკვირაო სკოლა და ოზურგეთშიც (ყოფილი მახარაძის რაიონი) დაფუძნდეს სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლა.

იმავე დღეს ეპარქიის ლიდერი, „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის თანხლებით, შეხვდა ახალგაზრდული კავშირის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ეკლესიასთან მოქმედ „აღბიურ“ გუნდსა და „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლში, ესწრებიან ეკლესიის მწიგნობართა გაკვეთილებს. წინამძღვარმა საუკეთესო სურვილებით გაამხნევა ახალგაზრდები და საჭირო რჩევა-დარიგებები მისცა მათ.

საღამოს ეპარქიის ლიდერი, აჭარაში, გურიასა და იმერეთში სრ გენერალურ კონსულ არამ გრიგორიანთან ერთად , დაესწრო ბათუმის № 9 სკოლაში ორგანიზებულ საიათნოვას „ვარდატონის“ 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას, რომელიც დამშვენებული იყო სიყვარულის დიდი მგოსნის ლექსების ხიბლით და უკვდავი მეგობრობის სულით. გვიან საღამოთი მისი უსამღვდელოესობა შეხვდა „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სამრევლო საბჭოს წევრებს, განიხილეს ეკლესიის საჭირბოროტო საკითხები.

კვირას, 8 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელშიც მრევლთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ასევე აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა არამ გრიგორიანმა და საკონსულოს პერსონალმა.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ წინამძღვარმა იქადაგა, მოუწოდა ყველას ერთგულნი იყვნენ ქრისტიანული რწმენისა, უყვარდეთ ენა, შეინარჩუნონ ტრადიციები.

იმავე საღამოს ეპარქიის ლიდერი ბათუმის დარბაზ "ედემში" დაესწრო "საქართველო ჩვენი სახლია" არასამთავრობო ორგანიზაციისა და აჭარის სომეხთა კავშირის ინიციატივით, აჭარაში, გურიასა და იმერეთში სრ გენერალური საკონსულოსა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სამღვდელოების მხარდაჭერით ორგანიზებულ სათვისტომოს ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა საქართველოსა და სომხეთი სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღესასწაულებ.

ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მისმა უსამღვდელოესობამ მაღალი შეფასება მისცა გენერალური კონსულისა და სასულიერო პირთა საზოგადოებრივ საქმიანობას და მოუწოდა ამ მიმართულებით ახალი ძალითა და ენერგიით სამუშაოთა გაგრძელებისკენ. ეპარქიის წინამძღვარმა ორგანიზატორებს გადასცა მთავარ საკათედრო სურბ ეჯმიაწინიდან ჩამოტანილი მინიატურები.

9 ივნისს დილით „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით ჩატარდა დილის ღვთისმსახურება. ეპარქიის ლიდერმა თავისი მისია შესრულებულად ჩათვალა და დაბრუნდა თბილისში.

აჭარაში ვიზიტისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძრვარს თან ახლდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ ერიციანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორი დიაკვანი გევორ ანტონიანი.

10423359 465881643514661 2126042814 n 10423583 466064653496360 1244128040 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)