ერთდღიანი მხიარული დასვენება ბუნების წიაღში |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინიციატივით (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) ამა წლის 8 ივნისს, მოეწყო ექსკურსია. ეპარქიის ეკლესიის მოყვარულთა კავშირის 40-მდე წევრი, განყოფილების თანამშრომლების ხელმძღვანელობით, სამარშრუტო ავტომანქანებით გაემგზავრა დედაქალაქის მახლობლად, ტყეში განლაგებულ ცხვარიჭამიას კომპლექსში, სადაც დაუვიწყარი და მხიარული დღე გაატარეს. განყოფილების თანამშრომლები საფუძვლიანად იყვნენ მომზადებულნი ექსკურსიისათვის. მათ მიერ ინიცირებული საინტერესო ღონისძიებებისა და იდეების შედეგად ბუნების წიაღში დასვენება გართობად იქცა. მოწყობილი საკონკურსო თამაშობები, რომლებშიც ჩაერთო ექსკურსიის ყველა მონაწილე, მიმდინარეობდა მაღალი კონკურენციით, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდნენ სიმბოლური და ღიმილის მომგვრელი პრიზებით. სომხური ტრადიციული მწვადის მომზადებას თან ახლდა მხიარული სიმღერა და მუსიკა, მონაწილეთა მაღალი განწყობა. ბუნებაში გატარებული დაუვიწყარი დღე დასრულდა სომხური ტრადიციული ცეკვით. იმავე დღეს, ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდათა კავშირის წევრები ნათელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლში.
|