1geo

fb you od

საკვირაო სკოლის კურსდამთავრებულებმა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევა და საგანმანათლებლო სერტიფიკატები PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

kiraknorya

მიმდინარე წლის 13 ივნისს, თბილისის “სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობითა და სამღვდელოების მონაწილეობით, აღევლინა ღვთისმსახურება, რომელსაც ესწრებოდნენ ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სკოლების 2013-2014 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები, მათი მშობლები და უამრავი მორწმუნე. ღვთისმსახურების შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიართა ეპარქიის წინამძღვარმა.

ისაუბრა რა განსაცდელგავლილ, მაგრამ რწმენა და სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულ სომეხი ხალხის ისტორიაზე, მისმა უსამღვდელოესობამ ყურადღება გაამახვილა მშობლიურ ენის ცოდნისა და სომეხთა ეკლესიისადმი ერთგულებ ფაქტორზე. მაღალი შეფასება მისცა 20 წლის წინ, ცხონებულ არქიეპისკოპოს გევორგ სერაიდარიანის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაარსებული ერთდღიანი სკოლის მისიას, ასევე შეაფასა ამჟამად თბილისში მოქმედი ორი ერთდღიანი სკოლის მოღვაწეობა, სადაც ორასამდე ეთნიკურად სომეხი, რომელიც არ ფლობდა მშობლიურს, მასწავლებლების - თამარ გაბოიანისა და როზა ზოჰრაბიანის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერი ინსპექტორის დიაკვან გევორგ ანტონიანის ძალისხმევით, სწავლობს სომხურ ენას, ეცნობა სომეხი ხალხისა და ეკლესიის ისტორიას. ეპარქიის ლიდერმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს - არ დაშორდნენ ეკლესიას და ჩაერთონ „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოღვაწეობაში.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა შეფასების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორს ევგენია მარკოსიანს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით წარმატებით ჩატარდა კლასიდან კლასში გადასასვლელი და გამოსაშვები გამოცდები, როგორც თბილისის ერთდღიან, ასევე ბათუმის "მესროპ მაშტოც" და ქობულეთის "ვრამშაპუჰ“ ერთდღიან სკოლებში.

შემდეგ თბილისის სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების 50-მა კურსდამთავრებულმა, ეპარქიის ლიდერის კურთხევასთან ერთად, მიიღო ორწლიანი კურსის დასრულებას მოწმობა.

 

IMGP9935 IMGP9976 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)