შეხვედრები ბათუმის «სურბ ფრკიჩ“ (წმინდა მაცხოვრის) ეკლესიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან იქნება უწყვეტი |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების სამუშაოთა მხარდაჭერის მიზნით ამა წლის 14-15 ივნისს ბათუმში იმყოფებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი. ზემოაღნიშნული განყოფილების სამუშაოთა გაცნობის შემდეგ, იგი შეხვდა ბათუმის სხვადასხვა სომხური ახალგაზრდული ჯგუფების წარმომადგენლებს, მათ გააცნო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამებში ჩართვისა და მონაწილეობის პირობები, ისაუბრა ეკლესიის მორწმუნეთა შორის სომხური სათვისტომოს, ე.წ. აღწერის ორგანიზების მნიშვნელობაზე, შესთავაზა მომლოცველობათა მოწყობა სხვადასხვა ისტორიული და კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ გაკეთდა მორწმუნეებს შორის სხვადასხვა სოციალური პროგრამების, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობის ქსელის გაფართოების წინადადებები. გადაწყდა ბათუმის „სურბ ფრკიჩ ეკლესიის“ facebook-ის გვერდის შექმნა, სადაც აისახება ეკლესიის მოღვაწეობა - ყოველდღიური სიახლეებით. ეკლესიის ახალგაზრდული ფრთის სამუშაოთა ხელშესაწყობად გადაწყდა ორი ყველაზე აქტიური ახალგაზრდის რამდენიმე დღით თბილისში მივლინება, ადგილზე ეპარქიის სამუშაოთა საქმისწარმოებისა და ახალგაზრდობის განყოფილების საქმიანობის გასაცნობად, ასევე ბათუმის ახალგაზრდების ჩართვა წეროვანში დაგეგმილ ახალგაზრდა ლიდერთა კონფერენციის სამუშაოებში. გადაწყდა მსგავსი შეხვედრების პერიოდულად ორგანიზება. |