შეიკრიბა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური - საქართველოს კომისიის კრება |
2014 წლის 3 ივლისს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, შედგა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური - საქართველოს კომისიის მესამე კრება. კრებას ესწრებოდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვაჰაგნ აფიანი. კრების მუშაობას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, საქართველოს სომხური სასულიერო დასისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები თბილისიდან, ბათუმიდან, სამცხე-ჯავახეთსა და წალკიდან. დამსწრეებს გადაეცათ ეპარქიის რეზიდენციის მომზადებული პაკეტი, რომელიც მოიცავს რეგიონალური კომისიების ღონისძიებათა მთავარი კოორდინატორის, სრ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიგენ სარგსიანის ბეჭდვით თეზისებს, კომისიის წევრების მიერ შესრულებულ სამუშაოთა ოქმს და სამუშაო პროგრამებს. შემდეგ დამტკიცდა 15 წევრისაგან შემდგარი კომისიის წევრების ახალი შემადგენლობა და განხილილიქნა წარმოდგენილი სამუშაო პროგრამები, რომლებიც ძირითადად მიზნად ისახავს სომეხთა გენოციდის ფაქტის შესახებ საქართველოს საზოგადოების ინფორმირებულების უზრუნველყოფას, გენოციდის აღიარებასა და დაგმობას. ამ მიზნით, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან და საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალური თვითმმართველობის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, თბილისსა და რეგიონებში მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება როგორც სომეხი ხალხის თავის ისტორიულ სამშობლოში განადგურების, მეზობელი ქვეყნების, კერძოდ საქართველოს მიერ მეგობრული ხელის გაწვდის ფაქტს, ასევე ახლანდელ ვითარებას - ქვეყნებს, რომელთაც აღიარეს და დაგმეს გენოციდი, საქართველოს დღევანდელ პოზიციასა და სახელმწიფო დონეზე შესასრულებელ სამუშაოებს. სასულიერო სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა 2015 წელს თემის ეკლესიებში გენოციდის მსხვერპლთა წმიდანად შერაცხვის, თბილისის საკათედრო სურბ გევორგ ეკლესიის ხელახალ კურთხევისა და გახსნის ცერემონიალებს.
|