„ჰაიარტუნ“-ის დროშა არარატის მწერვალზე |
მოსკოვში დაბადებულ და გაზრდილ ირენა ხარაზოვას, ვისაც თბილისში მცხოვრები მშობლებისაგან ბევრჯერ სმენია წინაპრების - დასავლეთი სომხეთიდან რისვაივაგლახით გადარჩენილი პაპის, დაკარგული ახლობლების, სომხების ხოცვა-ჟლეტის ისტორიები, გადაწყვეტილი ჰქონდა აუცილებლად დაელაშქრა არარატის მთა და მწვერვალზე აღემართა სომხური სამფერი დროშა. წლების განმავლობაში სხვადასხვა სამოყვარულო ჯგუფების ლოშქრობებსა და მწვერვალების დაპყრობაში უნარებისა და გამოცდილების შეძენის შემდეგ, ახალგაზრდა ქალბატონმა გადაწყვიტა თავისი გადაწყვეტილების მარტო განხორციელება. მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამის მღვდელ ნარეკ ღუშჩიანისაგან მიიღო კურთხევა და „ჰაიარტუნ“ ცენტში შენახული სომხეთის რესპუბლიკისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დროშები და გაემართა თურქეთისკენ, არარატის მთაზე ასასვლელად. ოცნების წარმატებით ახდენის შემდეგ, ირენა 12 ივლისს ეწვია „ჰაიარტუნ“ ცენტრს, სიამოვნებით ისაუბრა მოგზაურობაზე და კმაყოფილებით გაუსვა ხაზი ქურთი მეგზურის კეთილ მოპყრობასა და სომეხი ახალგაზრდა გოგონასთვის დახმარების აღმოჩენის მზაობას. ირენამ ლაშქრობის პირველ დღეს დალაშქრა 4 ათას 200 მეტრი სიმაღლე. მოულოდნელად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა გაიტაცა მთამსვლელისა და მისი თანმხლები პირის კარვები და საკვები. აქ მათ გადაწყვიტეს არ გაეგრძელებინათ ასვლა და ღამე გაუთევებიათ აღნიშნულ სიმაღლეზე. მეორე დღეს, გამთენიისას, ირენა ხარაზოვა მეგზურთან ერთად აგრძელებს მთაზე ასვლას. 4 ათას 800 მეტრის სიმაღლის მიღწევის შემდეგ, ისინი იცვამენ ეგრეთ წოდებულ „კატუნებს“, ვინაიდან აქედან იწყებოდა თოვლი და ყინული. მათ წარმატებით დაიპყრეს დანარჩენი სიმაღლე, ავიდნენ 5 165 მეტრის სიმაღლის არარატის მთაზე, მუხლი მოიდრიკეს მშობლიურ მთაზე და იქ აღმართეს სომხეთის რესპუბლიკისა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის დროშები. გენებით თავის ფესვებთან დაკავშირებულმა სომეხმა ქალბატონმა ღელვით ისაუბრა მთის ერთ მხარეს გაშლილ ქალაქ ერევანზე და მეორე მხარეს ისტორიული სომხეთის - იგდირის, ბაიაზეთის ხედვებზე. მთის მწვერვალზე მათ დაჰყეს 40 წუთი, ისიამოვნეს მშობლიური მიწის სურნელით და დაიწყეს მთიდან დაშვება. ირენა ხარაზოვამ მღვდელ ნარეკ ღუშჩიანს და ლევონ ჩიდილიანს ჩააბარა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა და „ჰაიარტონ“ ცენტრის დროშა და აჩუქა მასისიდან ჩამოტანილი ქვები. აქვე დავძენთ, რომ ირენა ხარაზოვასთვის ალპინიზმი საყვარელი საქმიანობაა, იგი ჩართულია ალპინისტურ პროექტში „შვიდი მწვერვალი“ და მონაწილეობა აქვს მიღებული სამი მწვერვალის დაპყრობაში. ჩვენმა თანამემამულემ დეკემბერში ანტარქტიდაში მონაწილეობა უნდა მიიღოს მეოთხე მწვერვალის დაპყრობაში.
|