სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია, ეროვნული კრების თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ეწვია თბილისის სომხურ ეკლესიებსა და ხოჯივანქის პანთეონს |
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობის ფარგლებში, ეროვნული კრების თავმჯდომარე გალუსტ სააკიანი, სრ იუსტიციის მინისტრი ოვანეს მანუკიანი, სრ ეროვნული კრების დეპუტატი ვარდან აივაზიანი, ეროვნული კრების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰრაირ თოვმასიანი და სხვები 14 ივლისს ეწვივნენ თბილისის „სურბ გევორგ“ ეკლესიას. სტუმრების შემადგენლობაში იყვნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვაჰაგნ აფიანი და საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი. ეკლესიის ეზოში სტუმრებს დახვდა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის და სამღვდელოების თანხლებით, ავიდა სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში, ქედი მოიხარეს ერის დიდებული შვილების ხსოვნის წინაშე და ყვავილებით შეამკეს მათი საფლავები.სომხეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია იმავე დღეს დაბრუნდა ერევანში.
|